მეღვინეობა ირანში

მეღვინეობა ირანში

მეღვინეობა ირანში

ირანში ყურძენი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი ათასწლეულის განმავლობაში იყო გაშენებული. ამას ადასტურებს იმდროინდელი მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი.
ირანში მევენახეობა და მებაღეობა წარმოების მნიშვნელოვანი დარგია;  ქვეყანა მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს ვენახების ფართობის მიხედვით (1982 წ.).
ყურძნის 65% მოიხმარება ახალ მდგომარეობაში, 34,5% –  ქიშმიშის დასამზადებლად და მხოლოდ 0,5% გამოიყენება ღვინისთვის.

ვაზის მოყვანის ძირითადი ადგილებია –  ირანის აზერბაიჯანი, ხორასანი, თეირანის პროვინცია, ჰამადანი, ისპაჰანის პროვინცია, ფარსი.
ირანი  თითქმის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ვენახებს არ აწუხებთ ფილოქსერა, ნემატოდები და ვირუსული დაავადებები.

ხორასანში მცენარეებს რგავენ ღრმა თხრილების გასწვრივ, რომლებიც პერიოდულად ივსება წყლით. ირანის აზერბაიჯანში ყურძენი მოჰყავთ თავისებურ „პანდუსებზე“ – მაღალ ქედებზე ღრმა თხრილებით,  მორწყვის უზრუნველსაყოფად.  ფარსში ყურძენი გაშენებულია მთის ფერდობებზე, სადაც ნალექის შესანარჩუნებლად ნაწილობრივი ტერასებია გაკეთებული. ვენახი ძირითადად საყრდენის გარეშეა.
ბუჩქებს შორის მანძილი 1,5-3 მ-ია. ირანში 130-ზე მეტი ჯიშის ყურძენია.
ჯიშურ შემადგენლობას განსაზღვრავს კლიმატური პირობები, ტრადიციები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე.
ახალი და ხმელი ყურძნის მოხმარება მაღალია, სამაგიეროდ უმნიშვნელოა  ალკოჰოლური სასმელების მოხმარების დონე (0,35 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე, 1993 წ.).
ამ მიზეზით, სუფრის ყურძნის  ყველაზე გავრცელებული ჯიშებია: ბიდანი (ევროპაში სულთანინა), ასკერი, სოჰიბი, ფახრი, შაჰანი, რიშბაბა, როზაკი, ხალილი, თეთრი ქიშმიში და ა.შ.
ზოგიერთი ადგილობრივი სუფრის ყურძნის  ჯიში გამოდგება ხარისხიანი, ექსტრაქტული წითელი, მშრალი და სადესერტო ღვინოების წარმოებისათვის.

წარმოება

პირველი თანამედროვე ღვინის ქარხანა აშენდა 1993 წელს, დასავლეთ აზერბაიჯანში. 1975 წელს ირანში იწარმოებოდა 4,0 ათასი ჰლ ღვინო.
ირანულ ღვინოებს შორის ყველაზე ცნობილია ქურთისტანის ღვინო, რომლის მომზადების ტექნოლოგია იის ნაყენის დამატებას გულისხმობს.
ქვეყნის ღვინის მრეწველობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პირველმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაღალი ხარისხის მშრალი თეთრი და წითელი ღვინოებისა და ცქრიალა ღვინოებისთვის საჭირო  საღვინე მასალების დასამზადებლად, ირანულ მევენახეობას ესაჭიროება საღვინე ვაზის ჯიშების დარგვის გაფართოება.
ქიშმიშის წარმოებით (520 ათასი ცენტნერი, 1982 წ.) ირანი  მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
სუფრის ყურძნისა და ქიშმიშის ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანის  ეკონომიკაში.
1982 წელს გაიყიდა დაახლოებით 20 ათასი ც  სუფრის ყურძენი და 476 ათასი ც  ქიშმიში.

კვლევები

სამეცნიერო მუშაობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საწყის ეტაპზეა. ქალაქ ქერეჯში (თეირანის მახლობლად) არის სელექციისა და თესლის წარმოების სამეცნიერო ცენტრი. მისი ექსპერიმენტული სადგურები განლაგებულია მაშჰადში, ბოჯნურდში, ვერამინში, რეზაიეში, მიანდო აბაში, ისპაჰანში, შირაზში და სხვა ქალაქებში. მიმდინარეობს კვლევები ზამთრის პირობებში და ყურძნის მორწყვის გარეშე მოყვანის შესაძლებლობის შესახებ. მევენახეობის პრობლემებს ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სელექციისა და თესლის წარმოების გენერალური დირექტორატიც ეხება.

ლიტერატურა:

Витковский В. Л. О виноградарстве Ирана. — Виноделие и виноградарство СССР, 1969, № 6; Мамаров П. Лозарството в Иран.
— Лозарство и винарство, 1975, № 7; Situation de la viticulture dans le monde en 1982. — Bull, de l’O.I.V., 1983, v. 56, № 633.


გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *