მეღვინეობა კუბაში
კუბის რესპუბლიკა ცნობილია თავისი კარნავალებით, ლერწმის შაქრით, სიგარებითა და რომით.
კუბაში ეროვნული სასმელი არის რომი. იგი მზადდება შაქრის ლერწმის წვენისა და მელასისგან.
წვენს აზავებენ წყლით, შემდეგ გამოხდიან და ადუღებენ კასრებში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
არსებობს რომის 3 სახეობა, ისინი განსხვავდებიან დაძველების დროით. ღია (თეთრი) რომი 1-1,5 წელი ძველდება. საშუალო (ოქროსფერი) რომი – ასაკი 3 წელია, მუქი რომის – 7 წელი.
კუბური რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრენდია Havana Club. ყველაზე ცნობილი რომის კოქტეილებია Mojito, Daiquirí და Cuba Libre.
კუბა ასევე აწარმოებს კარგ ლუდებს Bucanero და Cristal. ლუდს კუბა-კანადური კომპანია აწარმოებს, ამიტომ ხარშვის ტრადიცია თითქმის არ არსებობს.
კუბაში ძვირადღირებულ რესტორნებში შესაძლოა ადგილობრივი ღვინო შემოგვთავაზონ.
მეღვინეობა განვითარების ეტაპზეა, ამიტომ ძნელია ღვინის ხარისხის შეფასება.
კუბის ღვინის ინდუსტრია, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, დაიწყო 1990-იან წლებში, როცა შეიქმნა იტალია-კუბის ერთობლივი საწარმო Vinos Fantinel.
თავიდან მას იტალიიდან შემოქონდა ღვინის კონცენტრატი და ურევდა ადგილობრივ ყურძნის წვენს.
დუღილისა და ფილტრაციის პროცესი მიმდინარეობდა კუბაში, Bodegas San Cristobal-ის ღვინის ქარხანაში.
მიღებული ღვინო ბრენდირებული იყო კუბურ ღვინოდ.
მას შემდეგ, Vinos Fantinel-მა საკუთარი ყურძენი გააშენა ვინალესის მახლობლად, პინარ დელ რიოში, დასავლეთ კუბაში. მიზანი საბოლოოდ 100% -ით კუბის ღვინოების წარმოებაა.