მეღვინეობა ტაილანდში

მეღვინეობა ტაილანდში

მეღვინეობა ტაილანდში

პირველი ვენახები ტაილანდში გაშენდა 1960-იან წლებში და გათვალისწინებული იყო  სუფრის ყურძნის მოსაყვანად;
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ღვინის რამდენიმე მწარმოებლები გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული კლიმატი ბევრ პრობლემებს უქმნის, ცივი პერიოდისა და  სოკოვან დაავადებების არარსებობის წყალობით,  ეს პრობლემები დაძლეული იქნა მევენახეობის ადაპტირებული მეთოდებით.

ყურძნის ჯიშები

ტაილანდური ვენახები გაშენებულია ყურძნის სხვადასხვა ჯიშებით, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია მალაგა ბლანი Malaga blanc, სამხრეთ ფრანგული წარმოშობის სუფრის ჯიში, რომელიც თავის სამშობლოში ცნობილია, როგორც პანს დე პროვანს – Panse de Provence.
ითვლება, რომ ფრანგმა დიპლომატმა კალმები საჩუქრად მოუტანა სიამის მეფეს მე-17 საუკუნეში. ჯიშის სქელი კანი ეხმარება მას გაუმკლავდეს სოკოვანი დაავადებებს.
ღვინის დასამზადებლად ასევე გამოიყენება ჰამბურგის მუსკატი, კარდინალი და ადგილობრივი ჰიბრიდი პოკდუმი.
საერთაშორისო ვაზის ჯიშებს შორის წარმატებას მიაღწიეს შენენ ბლანმა Chenin Blanc-მა, სავინიონ ბლანმა Sovignon Blanc-მა, ტემპრალინიომ Tempranillo-მ და შირაზმა Shiraz-მა.

ღვინის ბაზარი

ქვეყნის ღვინის ბაზარი ძირითადად ტურიზმით იზრდება. ბევრი ღვინის ქარხანა ასევე ექსპორტს ახორციელებს ტაილანდურ რესტორნებში მთელს მსოფლიოში.
წარსულში, თითქმის ყველა ტაილანდურ ღვინოს ჰქონდა ნარჩენი შაქარი, რათა შერწყმულიყო ადგილობრივ ცხარე სამზარეულოსთან. თუმცა დღეს სულ უფრო მეტი მშრალი ღვინო იწარმოება, მათ შორის ცქრიალა ღვინოები.

მწარმოებლები

ქვეყნის უდიდესი ღვინის ქარხანა, Monsoon Valley, მდებარეობს სამეფო ქალაქ ჰუა ჰინთან ახლოს, პრაჩუაპ ხირი ხანის პროვინციაში. იმის გამო, რომ ვენახები მდებარეობს ჩრდილოეთ გრძედის დაახლოებით მე-13 პარალელზე, ტაიელებმა მათ – “ახალი განედების ღვინოები” დაარქვეს.
გერმანელი მეღვინე კატრინ პაფი აქ არა მარტო ჰიბრიდები, არამედ ევროპულ ჯიშებიც – ჩენინ ბლანი, მუსკატი, სოვინიონ ბლანი, დორნფელდერსი, შირაზი, სანჯიოვეზე და სხვ. მოჰყავს.

ვენახები გაშენდა სპილოების ყოფილი სანაშენე მეურნეობის ადგილზე, ამიტომ ამ ძლიერ ცხოველებთან ბევრი რამ არის დაკავშირებული: ისინი არა მხოლოდ ტურისტებს ასეირნებენ, რთველის დროს ყურძნის ტრანსპორტირებაშიც ეხმარებიან.
კიდევ ერთი ვარსკვლავური მწარმოებელი, GranMonte, მდებარეობს ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 160 კილომეტრში, ქვეყნის უძველესი ეროვნული პარკის, ხაო იაის გვერდით.
Asoke ვენახი გაშენდა 1999 წელს სიმინდისა და კეშიუს პლანტაციების ადგილზე.
ასოკეს ველი ზღვის დონიდან 350 მეტრის სიმაღლეზე, რაც იდეალურ მიკროკლიმატს ქმნის  ნოტიო ტროპიკულ რეგიონში ყურძნის მოსაყვანად.
აქ შესანიშნავად გაშენდა შენენ ბლანი – Chenin Blanc, ვიონიე – Viognier, სემილონი –  Semillon, ვერდელიო – Verdelho, დიურიფი – Durif, გრენაში – Grenache, სირა – Syrah და კაბერნე სავინიონი – Cabernet Sauvignon.

ტურიზმი

პატაიაში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ Silverlake Winery, რომელიც აშენდა ტაილანდის მფლობელების მიერ ტოსკანურ სტილში.
თებერვალში აქ იმართება მოსავლის ფესტივალი, რომელზედაც ყველა მსურველს ეპატიჟებიან.

საინტერესოა, რომ ტაილანდური ღვინის ზოგიერთ ბოთლს ეტიკეტი აქვს ბუდისტური კალენდრის მიხედვით, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ნახავთ ბოთლს ,,მომავლიდან“

გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *