მცენარეთა კოფერმენტაცია ძალებს იკრებს

მცენარეთა კოფერმენტაცია

ტერმინი კოფერმენტაცია ანუ თანაფერმენტაცია – აღნიშნავს სხვადასხვა ჯიშების  ყურძნის  ერთობლივი დუღილის პროცესს. მაგალითად: ყურძნის თეთრი და შავი ჯიშების.
უფრო ფართო გაგებით, ბოლო დროს,  ეს ტერმინის აღნიშნავს სხვადასხვა სახეობების ხილთა  ერთობლივ დუღილს. ერთობლივად მადუღართა სიაში შეიძლება ყურძენი სედიოდეს ან არა.
ეს მიმართულება ბევრი მიზეზების გამო სულ უფრო პოპულარული ხდება. მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით, ამგვარ სასმელს ღვინო არ შეიძლება ერქვას, მაგრამ სახელს საბოლოოდ მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ ამგვარი სასმელების პოპულარობა და წარმოებები იზრდება მთელ მსოფლიოში.

მცენარეთა კოფერმენტაცია

ეს არის ახალგაზრდა მეღვინეების სერიოზული ექსპერიმენტები.

წყაროებში უამრავი მაგალითია აღწერილი:
◆  სონომაში (კალიფორნია) ქმნიან  ცქრიალა ღვინოს, რომელიც მზადდება Gravenstein-ის ვაშლისგან უნგრული მუსტაკის ყურძნის ჯიშისგან.
◆ ვირჯინიაში Lightwell Survey ადუღებს ვაშლს ჰიბრიდულ ყურძენთან ერთად Chambourcin და Vidal Blanc.
◆  ვერმონტში Fable Farm Fermentory აერთიანებს ბევრ ინგრედიენტს საფერმენტაციის ავზში. მათი Cuvée Viticole არის ცქრიალა ღვინო, რომელიც მზადდება ვაშლის, უმი თაფლის, ნეკერჩხლის წვენის, La Crescent ყურძნის, ჩაგას, სუმაკისა და ლიმონის ბალახისგან.

ირკვევა, რომ აზიისა და ამერიკის მკვიდრი მოსახელოების ტრადიციებში მრავლადაა ამგვარი ტრადიციები და ისინი თანდათან გამოდიან წინა პლანზე. მეტ-ნაკლები ანალოგი არის ქართულ სამედიცინო ტრადიციებშიც.
ამგვარი, ახალი პროდუქტები იზიდავს ახალ მომხმარებლებს. „უფრო და უფრო მეტი მაღაზიასა და ბარში იყიდება ფერმენტირებული სასმელები.  ვირჯინიაში შესაბამისი კლუბიც არსებობს.
თანაფერმენტაცია მეღვინეებს ეხმარება გაუმკლავდნენ კლიმატისა და ეკონომიკურ  გამოწვევებს.
ეს მიმართულება საქართველოსთვის მომგებიანია.


გადასვლა >> Winemaking

 

1 comment on “მცენარეთა კოფერმენტაცია ძალებს იკრებს”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *