გრანტების მოძიება პრობლემა არაა
საგრანტო პროგრამების (კონკურსების) ძიებისათვის შეგიძლიათ ინტერნეტში აკრიფოთ საძიებო სიტყვა „გრანტების ძიება“. ყველა საგრანტო კონკურსის და პროექტის შესახებ გამოდის ინფორმაცია. ახალი საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ქვეყნდება აქ > https://www.facebook.com/profile.php?id=100063661744640 – გამოიწერეთ ეს ფეის-გვერდი
პრობლემა სხვა რამეშია
- საგრანტო პროგრამების და კონკურსების თვალის დევნება ფაქტიურად მუდმივი სამუშაოა და ამას ყველა მეწარმე ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზების გამო – ეს ერთი პრობლემაა.
- მეორე პრობლემაა – ამ კონკურსების დეტალური გაცნობა და თუ ეს შესაძლებელია,
თქვენი იდეების კონკურსის პირობებისთვის მისადაგება. ეს უკვე არა მარტო დროს, არამედ სპეციფიკურ კვალიფიკაციასაც მოითხოვს.
თუკი გეგმავთ დამოუკიდებლად ეძებოთ თქვენზე მორგებული საგრანტო კონკურსი
ჩვენ მოგიმზადეთ სპეციალური საძიებო მანქანა . იხილეთ ქვემოთ ფანჯარა.
ამ ფანჯარაში უნდა ჩაწეროთ რას ეძებთ და ავტომატი განახორციელებს ძიებას ყველა საიტზე, სადაც ქვეყნდება საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია.
მთავარია საძიებო სიტყვები სწორად შეარჩიოთ. რამდენჯერმე მოშინჯვის შემდეგ ალღოს აუღებთ და იოლად მოძებნით. (ფაქტიურად უნდა მიაწოდოთ ტეგები)
არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თქვენთან ხელშეკრულებით ამ სამუშაოებს შეგისრულებენ. მათ ფანდრაიზერებს ეძახიან
ფანდრაიზერები:
- გაეცნობიან თქვენ იდეებსა და საწყის პირობებს. გამოკვეთენ იდეის განვითარების
ალტერნატივებს და გაუკეთებენ სავარაუდო ფორმულირებებს. - მუდმივად გაეცნობიან გამოცხადებულ კონკურსებს და თუ მოინახა თქვენი იდეის შესაბამისი , დეტალურად შეისწავლიან მას და მოგწერენ ძირითად პირობებს.
რა პირობებზე მუშაობენ ფონდების ძიების ექსპერტები ანუ ფანდდრაიზერები ?
- ისინი ყოველდღიურად მუშაობენ თქვენთვის და ბუნებრივია ითხოვენ დახარჯული დროის ანაზღაურებასაც და შედეგების მიხედვით – ბონუსს.
- „პოსლეზე“ არ მუშაობენ.
სად ვეძებოთ ფონდების ძიების ექსპერტები ანუ ფანდდრაიზერები ?
მოგვწერეთ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com პასუხები ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე და ჩვენ შევეცდებით თქვენი სურვილები გავაცნოთ ფანდდრაიზერებს :
1. თქვენი სახელი, როგორ მოგვმართოთ
2. ვაიბერის ნომერი
3. თქვენი საიტის ან სოც.ქსელების მისამართი, თუკი ისინი ასახავენ თქვენს ბიზნესს
4. საქმიანობის კონკრეტული სფერო , რომელზეც გსურთ გრანტის ან შეღავათიანი კრედიტის მიღება
5. გაწყობთ თუ არა თანადაფინანსების პროგრამა და თუ გაწყობთ რა თანხის მიღებას გეგმავთ.
1 comment on “სად ვეძებოთ გრანტები / დახმარება საგრანტო კონკურსების ძიებაში”