სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება , ანუ ბიზნეს გეგმების მომზადება სავაჭრო სფეროში.

როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა ?

ბიზნეს გეგმების შედგენა -ში გამოგადგებათ მასალები , რომლებიც ამ საიტზეა განთავსებული >> > https://biznes-gegma.medgeo.net/  > > > https://www.gen.ge/biznesi/

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება

ეს კონსულტაციები გაგიადვილებთ ბიზნეს-გეგმების შედგენა -ს. აქვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბიზნეს გეგმის სრული მომზადება (დაწერა).

 

 

 რა არის სავაჭრო ბიზნესი და რა სპეციფიკა აქვს სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება -ს ?

სავაჭრო ბიზნესს უწოდებენ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვასთან , საქონელგაცვლით , სასაქონლო-ფულად ოპერაციებთან . კომერცია სიტყვის ვიწრო (ძველი) გაგებით ვაჭრობაა, ხოლო კომერსანტი _ ვაჭარი, ადამიანი, რომელიც ვაჭ რობს..

ამ სფეროში ბიზნეს-გეგმების მომზადების მთავარი პრობლემა ბაზრის ცვალებადობაა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბაზარი ყველა ტიპის საქონელზე ცვლადია, მაგრამ ვაჭრობის სფეროში განსაკუთრებით სწრაფად იცვლება. შესაბამისად, ბიზნეს გეგმაში უნდა აისახოს სწრაფად ცვლადი და შედარებით მყარი ნიშები. მათი გამოვლენა კი, სირთულეებთანაა დაკავშირებული.

ბიზნესმენი შეისყიდის საქონლის დიდ პარტიას საბითუმო ფასებით, რომელიც ხშირად საბაზრო საცალო ფასებზე ბევრად დაბალია, რომლის მიხედვითაც შემდეგ ხდება შესყიდული საქონლის რეალიზაცია ჩვენს მაგალითზე, ვთქვათ, რომ საცალოდ გაყიდვისას კომერსანტი ბანა- ნის მთელ პარტიას ყიდის _ ერთი კგ ფასი ერთი დო- ლარი, ე. ი. მისი ნავაჭრი (ფს) შეადგენს 50.000 დოლარს. დიდი შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა რომ ბიზ- ნესმენი მიიღებს ამ ოპერაციის შედეგად 50.000 _ 25.000 = 25.000 დოლარ მოგებას. ჯერ ერთი, გასათვალსიწინე- ბელია თვითონ ბიზნესმენის და მის მიერ დაქირავე- ბულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების დანახარჯები; მე- ორე, მხედველობაშია მისაღები ბიზნესის ხარჯები, რომლებიც განპირობებულია საქონლის ტრანსპორტი- რებითა და შენახვით; მესამე, უნდა იქნეს გათვალისწი- ნებული დანახარჯები სავაჭრო სათავსისა და მოწყობი- ლობის არენდასა და შენახვაზე. თუ ისინი ეკუთვნის ბიზნესმენს, მაშინ დანახარჯებში შედის ამორტიზაცია. დაბოლოს, საჭიროა გადასახადების  გათვალისწინება. ასე რომ, რეალურად, მოცემული მაგალითის მიხედ- ვით, ბიზნესმენი მიიღებს არა 25.000-ს, არამედ ბევრად ნაკლებ მოგებას.

სავაჭრო ბიზნესის ძირითადი ფორმულა და სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება

სავაჭრო გარიგების ძირითადი ფორმულაა: «საქონელი _ ფული»  (საქონლისათვის  ფული)  გაყიდვისას და «ფული _ საქონელი» (ფულისათვის საქონელი) შეს- ყიდვისას. ვაჭრობა მოიცავს ე. წ. ბარტერულ, საქონელ- გაცვლით გარიგებებს, რომლებიც ხორციელდება ფორმულით: «საქონელი _ საქონელი» (საქონლისათვის _სხვა საქონელი ან მომსახურება).

ფორმულა საკმაოდ მარტივია, მაგრამ,  როგორც ჩანს სავაჭრო ბიზნესის გამარტივებული სქემის კომენ ტარისა და ასევე გამარტივებული მაგალითიდან, ამ ბიზნესის ნამდვილი სურათი გაცილებით რთულია.

სავაჭრო ბიზნესი მოიცავს ნებისმიერი სახისა და ტიპის საქონლის მოძებნას, შესყიდვას, მისი დაცულო ბის უზრუნველყოფას, საქონლის ტრანსპორტირებას, მიტანას სავაჭრო წერტში, გაყიდვას და მყიდველის, მომხმარებლის სავაჭრო და ზოგჯერ გაყიდვის შემდგომ მომსახურებასაც. მაგალითად, შინ მიტანა, გამართვა, დეფექტების აღკვეთა. ვაჭრობა მოიცავს სავაჭრო გარი- გებების გაფორმებასაც. ასე რომ, სავაჭრო ბიზნესი მოი- ცავს საქმიანობის ყველა სახეს, რომლებიც უშუალოდ განეკუთვნება საქონლის ყიდვა-გაყიდვას, გაცვლას ფულზე, ფულისა _ საქონელზე ან საქონლისა _ საქო- ნელზე. მართალია, სავაჭრო ბიზნესის საფუძველს შე- ადგენს ყიდვა-გაყიდვის სასაქონლო-ფულადი ოპერაცი- ები, გაცვლა, სავაჭრო ბიზნესში ამოქმედებულია იგივე ფაქტორები და რესურსები, რაც საწარმოო ბიზნესში, მაგრამ ნაკლები მასშტაბით.

სავაჭრო ბიზნესი, როგორც ბიზნესის სახეობა, გუ- ლისხმობს საქონლის უფრო მეტი ფასით გაყიდვის შე- საძლებლობას შესყიდვის ფასთან შედარებით და ამ გზით მოგების მიღებას. ასეთი შესაძლებლობა არსე- ბობს, თუმცა სინამდვილეში მოგების მიღება ხდება არა ისე მარტივად, როგორც ჩანს ერთი შეხედვით. იგი მიიღწევა დიდი ძალისხმევის, ზრუნვის, გარჯის შედეგად.

სავაჭრო ბიზნეს გეგმების მომზადება ინტერნეტ ვაჭრობის სფეროში 

ოფიციალური სავაჭრო ბიზნესის კერებია  მაღაზიები, ბაზრები, ბირჟები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონე ბი, სავაჭრო სახლები, სავაჭრო ბაზები, ვაჭრობის სხვა დაწესებულებები, მათ შორის ფარდულები (ჯიხურები). სახელმწიფო ვაჭრობის საწარმოთა პრივატიზაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯგუფური (კოლექტიური) სავაჭრო ბიზნესის მატერიალური ბაზა.

ბოლო დროს , ძალიან სწრაფად ვითარდება on-lne (ინტერნეტ ვაჭრობა). მას თავისი, სრულიად განსხვავებული სპეციფიკა აქვს.

გამოყენებულია ამონარიდები კარგი წიგნიდან : გიორგი შუბლაძე, მანანა ნანიტაშვილი. ბიზნესის საფუძვლები.სახელმძღვანელო.საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი. თბილისი 2011