წყლის მცენარეულობა (ლათ. Aquiherbosa) — მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია წყლის მცენარეები.
არსებობს წყლის მცენარეულობის ორი ეკოლოგიური ჯგუფი:

- ჰიდროფიტები— მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ნაწილითაა წყალში ჩაძირული, უმეტესად გვხვდებიან წყალსატევების ნაპირებთან და ჭარბტენიან მდელოებზე.
აქვთ დიდი ფოთლები, არაღრმა და სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა, ბევრი უჯრედშორისები ქსოვილებში. ღეროები გადაჭრისას სწრაფად ხმება. - ჰიდატოფიტები— მცენარეები რომლებიც მთლიანად ან უმეტესი ნაწილით არიან წყალში მოქცეულნი. წყლის ბალახებია (ელოდეა, ვალისნერია, ქოთანა).
ბინადრობენ ისეთ პირობებში, სადაც მცირე რაოდენობითაა გახსნილი აირები (ჟანგბადი, ნახშირორჟანგი) და მინერალური მარილები, ამიტომაც ამ ჯგუფის მცენარეების სხეულის ზედაპირის ფართობი თავისავე მოცულობას ბევრად აღემატება.
ფოთლები ძალიან თხელია, ხშირად დანაკვთული.
საკვებ ნივთიერებს იწოვენ სხეულის მთელი ზედაპირით. ღეროს თითქმის არ აქვს განვითარებული მექანიკური ქსოვილი, ისინი წყლით კავდებიან, რომელიც ჰაერზე ბევრად მკვრივია. ქსოვილებში მრავალი უჯრედშორისია (კარგად არის განვითარებული აერენქიმა), სადაც ჰაერი გროვდება.
ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულებითა და ფიზიოლოგიური თვისებებით ისინი შეგუებულნი არიან წყალში ცხოვრების ნირს და ასეთი გარემოპირობები ოპტიმალურია მათი ზრდა-განვითარებისათვის.
არსებობს წყლის მცენარეულობის 3 ტიპი:
- ლემნური, რომელსაც ქმნის წყლის ზედაპირზე თავისუფლად მოტივტივე მცენარეები.
- ელოდეური, რომელშიც ჭარბობს ფსკერზე მიმაგრებული, წყალში ჩაყურსული მცენარეები.
- ნიმფური, რომელშიც გაბატონებულია ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები, რომელთა ფოთლები და გენერაციული ორგანოები წყლის ზედაპირზე ტივტივებს.
საქართველოში შედარებით ფართოდაა გავრცელებული და ტიპოლოგიურად ნაირგვარია ნიმფური ტიპი.
ღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად განუხრელად მცირდება წყლის მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა.
საქართველოს დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში გავრცელებულია წყლის მცენარეულობის 80-მდე სახეობა, ხოლო 2000 მ-ზე მაღლა თითო-ოროლა სახეობა გვხვდება.
ბიზნეს გეგმების სრული სია იხ.: https://www.gen.ge/business-plans/
Top-სტატუსები კვების სფეროში
✪ კვების მრეწველობის ნარჩენების გადამუშავება – ბიზნეს გეგმის მომზადება . 577 235 400
✪ კვების ობიექტების, მიტანის სერვისებისა და ქეითერინგის ბიზნეს გეგმები
✪ მობილური კაფეების ბიზნეს გეგმები –ს მომზადება 577 235 400
✪ რესტორნის ბიზნეს გეგმა / მომზადება და აუტსორსინგი . 577 235 400
✪ რძის პროდუქტების ბიზნეს გეგმა
✪ საჭმლის გამოძახების შეკვეთების მოზიდვის სისტემა, დღეში 100 შეკვეთით / იყიდება
✪ მუხუდოს პროდუქტების სახეები და მათი გამოყენება . ბიზნეს გეგმები 577 235 400
✪ ევროპულ ბაზარზე ქართული გაყინული საკვები პროდუქტების ექსპორტის ბიზნეს გეგმა 577 235 400
✪ გაყინული საცხობი პროდუქტების წარმოების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400
……………..