საცხოვრებელი სახლების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 27 27 41

საცხოვრებელი სახლების ბიზნეს-გეგმების მომზადება . იგულისხმება, როგორც ერთბინიანი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და კორპუსები.

 

საცხოვრებელი სახლების ბიზნეს გეგმების მომზადება

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი .საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №49. 2002 წლის 3 ოქტომბერი

 მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე წესის მიზანია საქართველოს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სრულყოფილი ფუნქციონირებისა და უძრავი ქონების მართვისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის პრინციპების განსაზღვრა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე მათი საკუთრებაში ან იჯარით გადაცემა.
2. წესი არეგულირებს დასახლებებში არსებული მრავალბინიანი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენისა და იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე შესაბამისი დოკუმენტების გაცემის საკითხებს.
მუხლი 2. წესში გამოყენებული ტერმინები
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია – ტერიტორიულ-სივრცითი და ფუნქციური ორგანიზაციის მიზნით, დადგენილი წესით დამტკიცებული რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებების გენერალური სქემები და გეგმები, განვითარების ქალაქმშენებლობითი პროგრამები.
2. მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი – კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია საზღვარი დადგენილ კოორდინატებში, ადგილმდებარეობა და არის რეგისტრირებული.
3. წითელი ხაზები – საზღვრები, რომლებიც ქუჩებისაგან, გასასვლელებისაგან და მოედნებისაგან გამოყოფს კვარტლებს, მიკრორაიონებს, გეგმარებითი სტრუქტურის სხვა ელემენტებს.
4. მიწის ნაკვეთის საზღვარი – მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი.
5. შენობის სიმაღლე – მანძილი შენობის სარინელის დაბალი ნიშნულიდან (ან შენობასთან არსებული მიწის მოსწორებული ნიშნულიდან) შენობის გარე კედლის ზედა ნიშნულამდე.
   

1 comment on “საცხოვრებელი სახლების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 27 27 41”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *