ტრაილერების ავტოსადგომის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 272741
APM Terminal Poti-ს ინფორმაციით, აპრილში ჯამში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც წლიურად 91,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთი თვის განმავლობაში, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.
რეკორდულად მაღალია ინვარ-აპრილის მონაცემებიც. საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში APM Terminal Poti-ს მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა 177 900 TEU იყო, რაც 73%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მ გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი – 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულს შორის – 3, 848 TEU.