ტრენდი – ელექტრონული კომერციის როლი ძლიერდება
ღვინის მარკეტინგში სულ უფრო ძლიერდება ონლაინ გაყიდვების როლი.
უკვე ბევრ ქვეყანაში ღვინის გაყიდვების 30-40%-მდე ონლაინ არხებზე მოდის. ალკოჰოლური სასმელების ონლაინ გაყიდვების ლიდერი ჩინეთია.
ექსპერტები ელიან, რომ ელექტრონული კომერციის წილი მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება.
ეს ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მომხმარებლის ქცევის ცვლილებებით.
ონლაინ მაღაზიები თავაზობენ პროდუქციის გაცილებით ფართო ასორტიმენტს და მოსახლეობაც აამჯობინებს მარტივ და სწრაფ სერვისს.
გარდა ამისა, ბევრი ღვინის მაღაზია იყენებს ელექტრონულ კომერციას, როგორც გაყიდვების დამატებით არხს ოფლაინ მაღაზიებთან ერთად.
მცირე ნიშების მწარმოებლებისთვის, ონლაინ გაყიდვების გაფართოება ასევე ხსნის ახალ შესაძლებლობებს. ახლა, კარგი ვებსაიტის და ონლაინ მაღაზიის არსებობით, შეგიძლიათ ააწყოთ მიწოდება ნებისმიერ რეგიონში.