არჩილ შენგელია . ქართული ღვინის საბაზრო პერსპექტივები . აქ ქვეყნდება სტატიის შემოკლებული ვერსია .
შესავალი
ქართული ღვინო ხარისხიანია, მაგრამ თანამედროვე თავისუფალ ბაზარზე, მხოლოდ ხარისხი აღარ არის საკმარისი ღვინის ბიზნეს წარმატებისათვის.
ხარისხი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი მახასიათებელია. ტექნოლოგიების დონის ზრდამ ხარისხი უკვე ნორმად აქცია. იგი აღარ არის უნიკალური ფაქტორი.
თანამედროვე ბაზარი სავსეა მაღალი ხარისხის ღვინოებით, რომელთა შორის ქართული ღვინოს ბევრი მომხმარებელი საუკეთესოდ არც ჩათვლიდა.
ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე წინსვლის მთავარი ფაქტორი, შეიძლება სწორედ ქართული ღვინის უნიკალური ხარისხის მოძველებული სტერეოტიპის დარღვევა უნდა იქცეს. ჩვენ მხოლოდ „უნიკალურ“ და „საუკეთესო“ ათასთა შორის ერთ-ერთი ვართ.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხარისხი ნორმაა
დღეს, მცირე მარნებსაც კი შეუძლიათ საუკეთესო ღვინის წარმოება საუკეთესო პრაქტიკის, თანამედროვე აღჭურვილობისა და ყურძნის დამუშავების გაუმჯობესებული მეთოდების გამოყენებით. აღარაფერს ვამბობთ ვაზის თანამედროვე , სელექციურ ჯიშებზე.
მომხმარებლის პრეფერენციები შეიცვალა
წავიდა ის დრო, როცა კარგი ქართული ღვინო უპრობლემოდ იყიდებოდა.
დღევანდელი მომხმარებელი უფრო მეტს ეძებს, ვიდრე უბრალოდ გემოს.
მყიდველები ახლა ღვინოს მრავალი კუთხით აფასებენ: ღვინის გემო, ფასი, ემოციები- რომელსაც ღვინის წარდგინება და შეფუთვა იწვევს, სხვათა გამოხმაურებები და ა.შ.
ბაზარზე იმარჯვებს ის ღვინო, რომლის მესვეურებსაც ეს საკითხები კარგად ესმით და ბრენდინგსა და მარკეტინგზე შესაბამის თანხას ხარჯავენ.
მეღვინეობის ახალი რეალობა
მსოფლიოში, სადაც ღვინის ხარისხი უკვე სტანდარტია, ქართველმა მეღვინეებმა მუდმივად უნდა გადააფასონ გაყიდვებისა და მარკეტინგული მიდგომები, რათა სწრაფად მოერგონ ცვალებად სამყაროს და იბრძოლონ ბაზარზე ადგილისათვის.
მოძრაობა გაჯერებულ ბაზარში
დღეს, ღვინის ასორტიმენტი მაღაზიებში მდიდარი და მრავალფეროვანია: ჩილედან სამხრეთ აფრიკამდე, ახალი ზელანდიიდან ავსტრალიამდე, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან.
ყველა მწარმოებელი მიისწრაფვის მისი ღვინო აირჩიოს მომხმარებელმა. ამისათვის კი, კარგი ღვინის დაყენება საკმარისი არაა.
თანამედროვე მეღვინეობა არ არის მხოლოდ სრულყოფილი ღვინის დაყენების უნარი, არამედ მისი ბაზარზე კონკურენტულად წარმოდგენის უნარიცაა. ღვინის წარდგინების ორიგინალურ იდეებთან ერთად, აუცილებელია ვიცნობდეთ უკვე შექმნილ სერვისებს, რომლებიც ამაში დაგვეხმარება.
სერვისები , რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ
სერვისების ჩამონათვალი იხილეთ აქ > “სერვისები”