ქვის დამუშავების ბიზნეს გეგმის მომზადება, ქვის საბადოების ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400
ამონარიდი: ქეთი მიქელაძე https://geoeconomics.ge/?p=949
გარდა იმისა, რომ ნაგებობების იერსახემ საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ახალ გემოვნებასაც უნდა უპასუხოს. საქართველოს კლიმატისთვის (მკაცრი ზამთარი, დასავლეთით – ნესტი) სასურველია ნაგებობების ძირი (თუ პირველი სართული არა) მოპირკეთდეს მაღალი თბოიზოლაციური თვისებების მასალებით, როგორებიცაა დიაბაზი, გრანიტი, გაბრო-გრანიტი, ტუფი და ბაზალტი.
ხალხისთვის ეს მასალები ჯერჯერობით მიუწვდომელი ფუფუნებაა, მაგრამ ძვირი ელექტროენერგიის პირობებში ისინი შეუცვლელნი იქნებოდნენ დენის ეკონომიის თვალსაზრისით.
ამას გარდა, ტუფი, ბაზალტი და გრანიტი კარგია მიწისძვრაგამძლეობის და სხვა დაზიანებების საწინააღმდეგო კუთხითაც, თუმცა, მარმარილოს ეს მახასიათებლები ნაკლებად აქვს.
ეკლესიებიც ამ პრინციპითაა მოპირკეთებული – სითბოს დამჭერი და გამძლე მასალებით.
მაგალითად, ალავერდი – ქვიშა ქვით, ბაგრატი – ეკლარის ქვით, ბოლნისის სიონი ტუფით, სვეტიცხოველი და ჯვარი ქვიშა ქვით.
მეტი სიცხადისათვის ჩამოვთვალოთ საბადოები:
- ძირულის მასივის გაბროები;
- ამავე მასივის გრანიტები და კვარციანი დიორიტები;
- ძირულის ტეშენიტები (კურსების, ოფურჩხეთის საბადოები);
- დიაბაზები და გაბრო-დიაბაზები. (აიგბის ყაზბეგის, ქვარშაურის, უშლევის, ჭორკვალის და სხვა საბადოები);
- სამხრეთ საქართველოს ბაზალტები (წალკის, ბეშთაშენის, კაზრეთის, რატევანის, მარნეულის საბადოები);
- მესხეთ-ჯავახეთის ანდეზიტები (შემოქმედის და კობისის საბადოები;
- ბოლნისის მადნიანი რნ-ის ტუფები (ბოლნისის ჯგუფის საბადოები, ჭივჭავი I და II);
- სვანეთის მარმარილოები (დიზის, ჭუბერის, ჭოლურის);
- სხვადასხვა ასაკის გამარმარილოებული კირქვები (კლდიანას, გუმისტის, შრომის, სალიეთის, ძველი და ახალი შროშის, ლოპოტის, სადახლოს, ჭობარეთის და სხვა);
- შუაიურული პერიოდის კირქვები (ეკლარის, დარკვეთის, მოწამეთას საბადოები).
დღეს რეალურად, მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს ლოპოტის, ხორითის, ჭუბერის და ტვიბის, სალიეთის მარმარილოს კარიერები. (შეჩერებულია სადახლოსა და თივის კარიერზე მუშაობა).
გრანიტებიდან მუშაობს კურსების, ოფურჩხეთის, ყაზბეგის კარიერები.
(შეჩერებულია რაჭის, სვანეთის, მარტვილისა და ახალციხის საბადოები).
ტუფებიდან მოიპოვებენ ბოლნისის, აკაურთის, სარაჩლოს მასალებს, (შეჩერებულია დმანისის და მარნეულის კარიერზე მუშაობა).
მარაგები ყველა მასალებისათვის საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგალითად, სადახლოს კირქვების მარაგია 1,881,000 მ3, დარკვეთის კირქვისა – 6,115 000მ3, ეკლარის კირქვის – 3,858 000მ3, და ა.შ. სულ, მოსაპირკეთებელ მასალათა ნედლეული რესპუბლიკაში უდრის 196, 4 მლნ მ3.
მოსაპირკეთებელი რესურსების მარაგები მოყვანილია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენში (1998, #9 ივნისი).
მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება-რეალიზაციაში სერიოზული კაპიტალი ტრიალებს და მოსახლეობის დიდ ნაწილს, ნანატრ შეძლებულ ფენად ჩამოყალიბების შანსს აძლევს.
ამ მასალათა ასორტიმენტი ისე სწრაფად იცვლება, მშენებლებიც ძლივს ასწრებენ სიახლეების ათვისებას.
ეს ყოველივე ქალაქის იერს დღითიდღე ცვლის.
ბუნებრივ მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და სურვილი თავს იყრის შემდეგნაირად:
ა) გვაქვს ბევრი საჭირო და საინტერესო მასალათა საბადოები;
ბ) როგორ გავზარდოთ ადგილობრივ ბაზარზე მათი მუშაობის მოცულობა შესაბამისად სახელმწიფოს კეთილდღეობის ზრდით;
გ) როგორ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე.
ამ პუნქტების განხორციელებაში სხვადასხვა პოზიციები იკვეთება.
მაგ: მკაცრად გავაკონტროლოთ (და არა ავკრძალოთ) ამ მასალათა იმპორტი, ანუ არ დავუშვათ კონტრაბანდა და ყველაფერი მოგვარდება თავისუფალი კონკურენციით;
მეორე პოზიციით: ავიღოთ კრედიტები, შევიძინოთ ყველანაირი ტექნიკა და მთელი დატვირთვით ავამუშაოთ ეს დარგი.
ეს მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მათში სიმართლის მარცვლებიცაა.
თუ როგორ გამოვიყენებთ იმ “ქერის ორმოს, რომლის პირასაც ვზივართ”, დამოკიდებულია უფრო ანალიტიკური მოსაზრებების გაცნობაზე.
გვესაუბრება ალმასებისა და კომპოზიციური მასალების ლაბორატორიის გამგე ნიკოლოზ ლოლაძე:
“არავინ უარყოფს იმას, რომ ვულკანური ქანების დიდი პოტენციალი გვაქვს.
მართალია, ბარბაროსულად მოპოვებული მეთოდი გვქონდა, მაგრამ პარადოქსია, რომ ტრადიციულად ქვის დამამუშავებელ ქვეყანაში, არსად ისწავლება სპეციალობა – ქვის დამუშავების ტექნოლოგია.
ყველა ქვას თავისი თვისებები აქვს, თავისი დაზგა სჭირდება, თავისი ინსტრუმენტი.
ძველი პერიოდიდანვე კარიერთა უმრავლესობასთან იქმნებოდა ე. წ. “ცეხები”.
ვინ ინიშნებოდა დირექტორად? იმ რაიონის პარტ-ნომენკლატურა.
ინჟინრად და ტექნოლოგადაც – ადგილობრივი კადრები.
ითვლებოდა, რომ თუ პაპის პაპა ქვას თლიდა, ეს მეთოდია ცოდნის ზენიტი და სპეციალისტის რჩევა არ სჭირდებათ.
ამასთან, რუსეთი როგორც თავის (ურალში), ისე მოძმე რესპუბლიკების საბადოებში ნედლეულს აფეთქებებით მოიპოვებდა.
არა იმიტომ, რომ ჩვენი ჯავრი სჭირდა, უბრალოდ, ყველაზე მარტივი მეთოდი შეარჩიეს.
ბევრმა არ იცის, რომ აფეთქებებშიც არის სხვა მეთოდები.
არსებობს ქანის აფეთქებით მოპოვების საკმაოდ უდანაკარგო ვარიანტები, მაგრამ ამას მეტი განათლება და ინტელექტი სჭირდებოდა…
>1986 და 1988 წლებში საქართველოში შემოვიდა ქვის დამუშავების იტალიური ქარხნები.
ერთი მოხვდა კაზრეთში, მეორე – სადახლოს მარმარილოს კარიერზე.
კაზრეთისა არ აუმუშავებიათ, სადახლოში აამუშავეს, მაგრამ ლამის მოშალეს, ხარისხის მხრივ დიდი შედეგები არ ყოფილა.
რატომ?
ის ტექნიკა გათვლილი იყო მზა კუბების დამუშავებაზე, აქ კი ზოდებს შემოდებდნენ.
ჩვენს ლაბორატორიას ქართული “ქვის კადრებთან” ურთიერთობის სამი ათეული წლის გამოცდილება აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ეს მცდელობები ამაოა.
ქართული მენტალიტეტი საქმიან წინადადებას “ცხვირის ჩაყოფად” იგებს ან დისკრიმინაციულ გარიგებას გვთავაზობს მომსახურებაში.
არსებობდა საშენი მასალების სამინისტრო, ბიზნეს-გეგმები ჰქონდათ.
დაინტერესდა ვინმე? არა.
ბიზნეს-გეგმა
ჩვენი გამოცდილების შედეგია ბიზნეს-გეგმა, რომელშიც დეტალურადაა განხილული ქვის დამამუშავებელი მინი-ქარხნის მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უნდა დამონტაჟდეს საქართველოში, დაზგასთან დადგეს ქართველი მუშა, გათვალისწინებულია “ქართული” ანუ ცვალებადი დენი, ჩვენი, ანუ გაუფილტრავი წყალი.
შესაძლებელია 5მმ სისქიდან 2 სმ-მდე სისქის დიაპაზონში დამზადდეს ქვები.
>1999 წელს პროექტის სამეცნიერო მხარე დააფინანსა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ხუროძემ, მაგრამ ამ ეტაპზე გავჩერდით, ეს 100 ათას დოლარიანი პროექტია თვეში 1000 მ2 მასალის დამზადების სიმძლავრით, მაგრამ ბიზნესმენები ექვს თვეში ცდილობენ ფულის ამოღებას.
როგორც ჩანს, ჯერ არავის აინტერესებს ადგილობრივი ბაზრისთვის გათვლილ ასეთ წარმოებაში ფულის დაბანდება.
რაც შეეხება ექსპორტს, კარგია გრანიტები, ის გამძლეა, იშვიათი, ძვირად ღირებული.
მაგრამ მთავარი სხვა რამეა.
თუ წელიწადში უცხოეთს სთავაზობ 10 ათას მ 2, ეს ცოტად ითვლება.
მით უმეტეს, თუ მოლაპარაკებაზე შუამავალი მიდის, მას დიდი რაოდენობიდან სურს მოიგოს.
შევესწარი ინგლისელების საუბარს გერმანიაში:
ინგლისის ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის მოპირკეთებაზე დახარჯულა 7 500 მ2 მასალა, რაც ალჟირიდან შეუტანიათ.
აღინიშნა, რომ ექსპორტი 500 ათასი ან მეტი მეტრკვადრატი მაინც უნდა იყოს, ორივე მხარეს რომ აძლევდეს ხელს.
მსოფლიო და ქართული ბაზარი
აღიარებულია, რომ მსოფლიო და ქართული ბაზარიც გაჯერებულია ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალებით, მაგრამ ჩვენი ბაზარი მაინც ისრუტავს ყოველწლიურად უკრაინის ძვირადღირებულ გრანიტებს, გაბროებს, რომლებიც შავი ზღვიდან შემოდის.
ამაში სასაფლაოს მესვეურებიც დაგვეთანხმებიან.
ამის გარდა, უცხოეთის მასალებიდან საფლავებისთვის იყენებენ ურალის თეთრ მარმარილოსაც, ბერძნულს.
თუმცა, მოხმარებაში ადგილობრივი მასალა ჭარბობს: გოხნარის, ახალციხის, ბოლნისის ბაზალტი.
კურსების, ქუთაისის, ტყიბულის გრანიტი.
აღნიშნავენ, რომ მარტო თბილისში სარიტუალო დატვირთვით 40-მდე საამქრო მუშაობს, შეკვეთების სიმცირეს არ უჩივის.
გადასვლა >> ბიზნეს გეგმების მომზადება
13 comments on “ქვის დამუშავების ბიზნეს გეგმის მომზადება, ქვის საბადოების ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400”