ღვინის ტურიზმი (ენო ტურიზმი) ტურიზმი, ტურიზმის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ღვინის დეგუსტაცია და შეძენა უშუალოდ ღვინის ქარხნებში (მარნებში).
ინდუსტრიული ღვინის ტურიზმი მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, როცა ვენახებისა და მარნების დათვალიერება/დაგემოვნება/ შესყიდვა ტურისტული მარშრუტებში შეიტანეს. ჩვენი აზრით, სწორედ ტურისტულ მარშრუტებში ღვინის ტურიზმის კომპონენტის შეტანა, იქცა მთავარ მომენტად ღვინის ტურიზმის განვითარებაში.
როგორც წესი, ღვინის ტურიზმის იდეა გულისხმობს ღვინის ქარხნების, ვენახების, ღვინის მუზეუმების, ღვინის ფესტივალებსა და სხვა სპეციალურ ღონისძიებებსაც.
თანდათან ვითარდება ღვინის ტურიზმის უფრო აქტიური ფორმებიც – როგორიცაა ვენახებში სეირნობა, ყურძნის რთველში მონაწილეობა და ა.შ. ეს ტურიზმის შედარებით ახალი ფორმაა, რომელიც განვითარდა 21-ე საუკუნის დასაწყისში.
ღვინის ტურიზმის მასობრივი ფორმები ითვალისწინებს სპეციალურ მარშრუტს, გზადაგზა მეღვინეობის ობიქტების გაცნობით. მაგალითად, პოპულარულია: გერმანული ღვინის გზა, ელზასის ღვინის გზა და სხვ. მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, ეწყობა ცალკეული მარშრუტები – მაგალითად, Malt Whiskey Trail, რომელიც გულისხმობს შოტლანდიის წამყვანი დისტილერების მონახულებას.
საქართველოში ღვინის ტურიზმი საკმაოდ პოპულარულია. უფრო განვითარებულია კახეთის რეგიონში.
🍷 მეღვინეობა / ღვინის ტურიზმის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება
Tel.: 577 235 400; სკაიპი – medgeo. net; ელფოსტა Caumednet@gmail
მეღვინეობა და ღვინის ტურიზმის სფერო სტრუქტურულად ძალიან განტოტვილი სფეროა.
ამ სფეროში მრავალი, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ნიშა არსებობს. შესაბამისად – ყველა ბიზნეს-გეგმა ინდივიდიალური, თავისი ნიშის სპეციფიკაზე ორიენტირებულია.
რა ტიპის ბიზნეს გეგმები არსებობს მეღვინეობა და ღვინის ტურიზმის სფეროში ?
მევენახეობის სფერო
ღვინის ქარხნები, მარნები
სპირტიანი სასმელები
გაყიდვა შიდა ბაზარზე
გაყიდვა გარე ბაზარზე
ღვინის ტურიზმი
მაღაზიები, დეგუსტ -რესტორნები
მეღვინეობა / ღვინის ტურიზმის ბიზნეს გეგმები -ს შეკვეთა და აგრეთვე სხვა მიმართულებების. ტელეფონზე 57727 27 41 , ელფოსტა Caumednet@gmail.com
🍷 რა ფაქტორები ზემოქმედებს ტურისტთა მოზიდვაზე?
საინტერესო მასალა აქვს მოყვანილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტს ნინო საჩალელს სტატიაში „ღვინის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და გამოწვევები „https://gruni.edu.ge/uploads/files/akademiuri_macne/2020/37_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98.pdf.
მას მოჰყავს 2012 წელს სამეცნიერო ჟურნალ Journal of Travel & Tourism Marketing -ში გამოქვეყნებული ჯოან ბრუვერისა (სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი) და იზაბელა ლესჩეივის (კანადა, ვინლენდის კვლევისა და ინოვაციების ცენტრი) სტატიის ერთ-ერთი რეზულტატი.
ციტატა: განხორციელებული კვლევის ფარგლებში, მათ ასევე წარმოდგენილი აქვთ ის ფაქტორები, რაც ახდენს ზემოქმედებას ტურისტზე, ეს ფაქტორებია:
- ულამაზესი პეიზაჟები და ლანდშაფტები, ხედები;
- ღვინის მამულები – სილამაზე, მაღაზიის ზომა, ხარისხი, მრავალფეროვნება, ერთმანეთთან სიახლოვე;
- ღვინის ხარისხი, გემოვნება, მრავალფეროვნება, უნიკალურობა და ა.შ. – დადებითი შეფასებები;
- ქალაქი / სოფლები – მშვენიერი, მომხიბლავი, ისტორიული ბაღები;
- რეგიონის გარემო, სიმშვიდე, თავისუფლება, რომანტიულობა;
- მეგობრული ადამიანები, სტუმართმოყვარეობა;
- აქტივობები, მრავალფეროვანი სანახაობები, ველოსიპედი, გოლფი, შოპინგი;
- ღვინის დაგემოვნება / ტურები – კარგად ორგანიზებული, მრავალფეროვანი, პროფესი- ონალი პერსონალი;
- რეგიონის ხელმისაწვდომობა;
- რესტორნებისა და კვების შესანიშნავი ხარისხი, გურმან ტურისტთა შეფასებები;
- ტურისტული ინფრასტრუქტურა – კარგი საცხოვრებელი, ტურისტებზე ორიენტირე- ბული, განაშენიანებული;
- კლიმატი და ამინდი, სუფთა ჰაერი და სუფთა მხარე – დადებითი მითითებები;
- ვენახები, მევენახეობა, მეურნეობის დამუშავებული სახე;
- რეგიონის სხვა პროდუქტები – ხილი (ატამი და ა.შ.);
- ღვინის ღონისძიებები – შოუ, ფესტივალი, თეატრი, მრავალფეროვნება;
ციტატის დასასრული.
🍷 კანადური კვლევა
ნაშრომის.Bruwer, J., & Lesschaeve, I. (2012). Wine tourists’ destination region brand image perception and antecedents: Conceptualization of a winescape framework. Journal of Travel & Tourism Marketing, 29(7), 611-628. Available at: https://www.researchgate.net/publication/256049344
გვაუწყებს:
კანადაში ჩატარდა კვლევა, მეღვინეობის ობიქტებზე სტუმრომის მიზეზების კვლევის. კვლევაში მონაწილეობდა 996 რესპონდენტიდა
მხოლოდ 44,9 %-მა დაასახელა უსუალოდ ღვინის ტურიზმი. დანარჩენებისათვის ტურის მთავარი ფაქტორი იყო კომპლექსურად აღიქმებოდა, რომლის ერთ-ერთი სასიამოვნო კომპონენტი იყო ღვინის ტურზიმი.
რაც შეეხება მამოტივირებელ ფაქტორებს, დასახელდა:
– ღვინის დაგემოვნება;
– ღვინოზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება;
– გამოცდილების მიღება;
– გართობა;
– ღვინის ყიდვა;
– სასიამოვნო დღის გატარება;
-ინფორმაციის მიღება;
– ღვინის ტურზე წასვლა;
– უნიკალური ღვინოების პოვნა;
– სოფლის გარემოს ნახვა;
– სოციალიაზაცია;
– ღვინის სხვა პროდუქტების შეძენა;
– ღვინის რესტორანში ვახშმობა;
– მეღვინესთან შეხვედრა.
დასკვნა:
1. ტურისტული მარშრუტების რეკლამირება ძვირია და მხოლოდ ღვინის ტურიზმით ეს ნაკლებ რენტაბელური იქნება
2. ამიტომ, ღვინის ტურიზმის მარშრუტები პირველ რიგში უნდა შემუშავდეს მოთხოვნადი ტურისტული მარშრუტების ფარგლებში, სადაც ღვინის ტურიზმი ერთ-ერთი კომპონენტი იქნება
3. ღვინის ტურიზმის მარშრუტები, ძირითადად უნდა გაფართოვდეს კომპლექსური ტურების გაფართოებასთან ერთად და უპირველესად კულინარულ ტურებთან კოოპერირებაში
გადასვლა >> https://www.gen.ge/winemaking/