ღვინომასალების ექსპორტი – საბაზრო ნიშა საქართველოსათვის

ღვინომასალების ექსპორტი – საბაზრო ნიშა საქართველოსათვის

„ღვინომასალა“  არის მეღვინეობის დარგობრივი ტერმინი. იგი  აღნიშნავს ყურძნის გადამუშავების სეზონის შემდეგ მიღებულ ბუნებრივ ღვინოს. სულ ერთია ღვინო ყურძნის თუ ყურძნის წვენის დუღილით იქნა მიღებული. ნებისმიერი ღვინო ითვლება ღვინომასალად, სანამ იგი მზა პროდუქტის სახეს არ მიიღებს და არ ჩამოისხმება.
რთველის სეზონის შემდეგ ყოველი მარანი იღებს ღვინომასალას. შემდგომ ხდება ღვინის მასალების შერევა, დავარგება, დამუშავება და ა.შ. სანამ ჩამოსახმელად არ მომზადდება. ღვინის მასალა არის ტექნიკური ტერმინი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ღვინის ხარისხთან ან კლასთან.

ღვინომასალების ექსპორტი

ღვინომასალას ხშირად „მშრალ ღვინის მასალას უწოდებენ“. მშრალი არ ნიშნავს ფხვნილს. (არსებობს ღვინის ფრხნილიც). „მშრალი“ მიუთითებს, რომ  ღვინოს აქვს შაქრის მინიმალური შემცველობა.
თუ ღვინის მასალაში შაქრის მაღალი შემცველობაა, დუღილის პროცესი გაგრძელდებოდა და ნახშირორჟანგის გამოყოფა დუღილის დროს დააზიანებს  სატრანსპორტო შეფუთვას.

ეკონომიკურად მომგებიანია ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები იყოს ცალკე, ხოლო ღვინომასალების ცალკე. ამას მრავალი უპირატესობა აქვს:
– იაფდება ჩამოსხმა
– იქმნება ბრენდი
– იოლდება კუპაჟების შექმნა და სხვა.

საკითხის ეკონომიური და მარკეტინგული ასპექტის განხილვას მივყევართ მოსაზრებამდე, რომ საქართველომ აქტიურად უნდა დაიწყოს ღვინომასალების გაყიდვა. საქართველოს ქონდა ეს ტრადიცია. უფრო მეტიც, ქვეყნის გარეთ ფლობდა ჩამომსხმელ ქარხნებს. შუა აზია, ბალტიისპირეთი, უკრაინა, რუსეთი.
დღეს ეს ნიშა  დაკარგულია.
ამავე დროს – სწრაფად ვითარდება მეღვინეობა ჩრდილოეთის ქვეყნებში და მოთხოვნა მაღალი ხარისხის ღვინო მასალებზე კუპაჟებისათვის იზრდება.
არის შანსი ამ სფეროში შეღწევისა.


გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *