ბიზნეს გეგმების დაწერა და კონსულტაციები 577 235 400 . ტერმინები

ბიზნეს გეგმების დაწერა და კონსულტაციები 577 235 400

კონსულტაციები საგრანტო განაცხადის შევსებისას და  ბიზნეს-გეგმების მომზადებისას 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com 

ბიზნეს-გეგმების შედგენის საკითხებზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ https://biznes-gegma.medgeo.net/ .ბიზნეს გეგმების დაწერა

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა
● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება

მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

ქვემოთ მოგვყავს იმ ტერმინთა ნაწილის განმარტებები, რომლებიც დაგჭირდებათ ბიზნეს-გეგმებზე მუსაობისას. ეს არის ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე,    ბ.მღებრიშვილი,    ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტისსაფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008

ა – ბიზნეს გეგმების დაწერა 

ადაპტური  ორგანიზაციული სტრუქტურა,  ორგანული     სტრუქტურა     _     საწარმოს (ფირმის) ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც თავისი  საქმიანობის პირობებში მოქნილია და სწრაფად ეგუება ფირმის განახლებულ მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებსა და ცვლილებებს გარე გარემოში (იხ. ბიუროკრატიული სტრუქტურა).

ადმინისტრაცია  (ლათ.  მართვა,  ხელმძღვანელობა)  _  საწარმოს   (ფირმის), ორგანიზაციის (დაწესებულების) ხელმძღვანელობამართვის აპარატი; საწარმოს (ორგანიზაციის) ადმინისტრაციას განეკუთვნება:  დირექტორი  (პრეზიდენტი), მისი მოადგილეები (ვიცე-პრეზიდენტები)), მთავარი ბუღალტერი, უმაღლესი, საშუალო და ძირეული რგოლის (დონის) მენეჯერები (იხ. მართვის დონეები).

ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა _ ქვეყნის ეკონომიკის მართვის სისტემა, რომელშიც  მთავარი  როლი  ეკუთვნის  გამანაწილებელ,   მბრძანებლურ მეთოდებს, სადაც ძალაუფლება მართვის  ცენტრალურ  ორგანოებშია  თავმოყრილი. ამ სისტემისთვის დამახასიათებელია ცენტრალიზებული დირექტიული დაგეგმვა, საწარმოები ზედა ეშელონებიდან მიღებული საგეგმო დავალების შესაბამისად მოქმედებენ, უარყოფილია მართვის დემოკრატიული პრინციპები (იხ. საბაზროეკონომიკა).

ავტოკრატია  (ბერძ.  თვითმპყრობელობა)  _  ქვეყნის,  საწარმოს   (ორგანიზაციის)  მართვის წესი, რომელიც ერთი  პირის  ხელში  ძალაუფლების  თავმოყრას ეფუძნება.

ავტოკრატიული ხელმძღვანელი _ ხელმძღვანელობის  სტილის  ერთ-ერთი  სახე,  როდესაც ხელმძღვანელს (მენეჯერს) აქვს ძალაუფლების საკმარისი მოცულობა, რათა თავს მოახვიოს თავისი ნება შემსრულებლებს (ხელქვეითებს). აუცილებლობის შემთხვევაში იგი  ამას  აკეთებს  ყოველგვარი  ყოყმანის  გარეშე  (იხ. სტილი ხელმძღვანელობის).

ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემები _ ადამიანი-მანქანური სისტემები ინფორმაციის შეკრების, შენახვის, დაგროვების, სისტემატიზაციის, ძიების, გადაცემის, დამუშავებისათვის გამოსათვლელი ტექნიკის, კომპიუტერული სისტემების, საინფორმაციო ქსელების, საშუალებებისა და კავშირგაბმულობის არხების გამოყენებით.

ავტონომია (ბერძ. კანონი)  _  თვითმმართველობა,  ტერიტორიების,  საწარმოების მართვის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც მათ აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური (სამეურნეო) გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებები და შესაძლებლობები.

ალტრუიზმი (ფრანგ.) _ უანგარო ზრუნვა  სხვისი  კეთილდღეობისთვის,  მზადყოფნა სხვას შესწიროს თავისი პირადი ინტერესები.

ანტეპრენიორი _  მეწარმე  უცხოურ  ლიტერატურაში  გამოყენებული  ტერმინის მიხედვით (იხ. მეწარმე).

არაკომერციული ორგანიზაცია  _  ორგანიზაცია,  რომლის  საქმიანობის  ძირითადი მიზანი მოგების მიღება არ არის. მას მიეკუთვნება: საზოგადოებრივი,რელიგიური, საქველმოქმედო ორგანიზაციები და მეცნიერების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის განვითარებისა და დახმარების ფონდები, ასოციაციები და კავშირები, დაწესებულებები. არაკომერციულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ეწეოდნენ ბიზნესს მხოლოდ მათი საწესდებო მიზნების  შესრულების ფარგლებში (იხ. კომერციული ორგანიზაცია).

ასოციაცია   (ლათ.   დაკავშირება,       შეერთება)       _                   ფიზიკური               და                       (ან)         იურიდიული პირების ნებაყოფლობითი გაერთიანება ერთობლივი თანამშრომლობის მიზნით. ატესტაცია (ლათ.           მოწმობა)          _                           1)      მუშაკის                ცოდნის დონის,     კვალიფიკაციის განსაზღვრა, დადგენა იმისა, შეესაბამება თუ არა მუშაკის ცოდნის დონე და კვალიფიკაცია     მის                         მიერ     დაკავებულ   თანამდებობას,        რომელზეც  იგი პრეტენზიას აცხადებს. მუშაკის შრომის ანაზღაურების კატეგორიების დადგენამისი კვალიფიკაციის მიხედვით; 2) დასკვნა, გამოხმაურება მუშაკის საქმიანი თვისებებისა და ცოდნის თაობაზე.

ახალშემონაღები ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიახლე (ინოვაცია).

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ბაზარი _ ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა წარმოებასა და მოხმარებას შორის, რომლის  მეშვეობითაც  დაიყვანება  საქონელი  და   მომსახურება მწარმოებლებიდან მომხმარებლებამდე. ბაზრის ძირითადი ელემენტებია: მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. არამართლზომიერია  მისი  ვიწრო გაგება, როდესაც ბაზარს აღიარებენ საქონელმიმოქცევის სფეროდ და ყიდვა- გაყიდვის ადგილად, სადაც ერთმანეთს  ხვდებიან  მყიდველები  და  გამყიდველები, ვინაიდან თანამედროვე ელექტრონული ვაჭრობის პირობებში ასეთი რამ რეალურად გამორიცხულია. აგრეთვე დაუშვებელია საბაზრო ეკონომიკის გაიგივება ბაზართან, რომელიც წარმოიშვა  ცივილიზაციის გარიჟრაჟზე და მრავალი საუკუნეა ასრულებს თავის უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას არა მარტო ცალკეული ქვეყნის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკის მასშტაბითაც (საერთაშორისო ბაზარი). ბაზრების სტრუქტურა ფრიად მრავალფეროვანია: სასაქონლო (სამომხმარებლო საქონლისა და წარმოების საშუალებების)  და  მომსახურების,  ფასიანი  ქაღალდების,  სამუშაო  ძალის  და  ა.შ. ბაზარი.აუცილებელია ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამიტომ ნონსენსია ბაზრის მართვა. ნონსენსია აგრეთვე თავისუფალი ბაზარი.

ბაზრის გამოკვლევა _ ერთი ბაზრის ან ბაზართა ერთობლიობის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, რომელიც ტარდება იმისათვის, რომ შესწავლილ იქნეს ბაზრის პოტენციური მოცულობა, მოცემულ ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა, ფასები, კონკურენტები და სხვ. წარმოადგენს მარკეტინგული კვლევის ნაწილს.

ბენჩმარკინგი _ პროცესი, რომლის საშუალებით საწარმო (ფირმა) პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას ბიზნესის ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას, რათა მიიღოს საკუთარი ბიზნესმახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაცია.

ბიზნესი (ინგლ. საქმე)  _  ეკონომიკური  საქმიანობა  (წარმოება,  ვაჭრობა,  მომსახურება და სხვ.) და საქმიანი ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოგების მისაღებად. არის წვრილი  (საოჯახო),  მცირე,  საშუალო  და მსხვილი (დიდი) ბიზნესი. (იხ. მეწარმეობა).

ბიზნეს-გეგმა _ ბიზნეს-ოპერაციის განხორციელების, საწარმოს (ფირმის) მოქმედების გეგმა, პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ფირმის, საქონლის, მისი წარმოება-გასაღების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ბიზნესის ეფექტიანობის შესახებ.

ბიზნესმენი _ პირი, რომელიც ეწევა ბიზნესს. იგი არის მესაკუთრე, კაპიტალის მფლობელი, შეიძლება იყოს საწარმოს (ფირმის) პატრონი, რომელიც ქირაობს თავისი საკუთარი ფირმისათვის მუშა-მოსამსახურეებს ფირმის პრეზიდენტის (მმართველის) ჩათვლით. პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს საქმიან  ადამიანს  და არა  საქმოსანს,  როგორც  ზოგჯერ  ხმარობენ.  ყველა  დონის  (რანგის) მენეჯერი ბიზნესმენის მიერ დაქირავებული მართვის  სპეციალისტია  (იხ. მეწარმე).

ბიუროკრატიული სტრუქტურა _ ორგანიზაციის სტრუქტურის მყარი ტიპი, რომლის- თვისაც დამახასიათებელია შრომის სპეციალიზებული დანაწილება, ზუსტი მმართველობითი იერარქია, მუშაობის შეფასების მაჩვენებლები, მუშაკთა სამუშაოზე მიღების (დაქირავების) პრინციპები, რომლებიც ემყარება მუშაკის კომპეტენციებს.

ბიუჯეტი _ გეგმა, რომელიც ასახავს მოსალოდნელ შედეგებს და გასანაწილებელ რესურსებს რაოდენობრივი  ფორმით.  იგი  შეიძლება  იყოს  სახელმწიფოს,  ფირმის, ოჯახის შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა, ცხრილი დროის განსაზღვრული პერიოდისათვის (ჩვეულებრივ ერთი წლისათვის).

ბიჰევიორიზმი (ინგლ. ქცევა_ ადამიანთა ქცევის ფსიქოლოგიური  საფუძვლების  თეორია. მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომლის მთავარი პოსტულატია: ქცევის შესახებ მეცნიერების სწორად გამოყენება ყოველთვის  ხელს  შეუწყობს  როგორც ცალკეული მუშაკის, ასევე მთლიანად ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლებას.

 

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

გადაწყვეტილება _ რაიმე დავალების შესახებ ალტერნატივის შერჩევა (იხ. დავალება). გავლენა  _    ერთი   ადამიანის   ქცევა,    რომელიც    ცვლის    მისადმი   სხვა                   ადამიანების დამოკიდებულებასა და გრძნობას (იხ. ორგანიზაციული ლიდერობა).

განუსაზღვრელობა   _      ინფორმაციის      (ცნობების,      მონაცემების)      უკმარისობა      იმ პირობების  შესახებ,  რომელშიც  განვითარდება   სამეურნეო   საქმიანობა (ბიზნესი), ამ პირობების წინასწარ განჭვრეტის, წინასწარხედვის დაბალი დონე. განუსაზღვრელობა დაკავშირებულია დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღების, მართვის ყველა დონეზე ქმედების განხორციელების რისკთან.

გასამრჯელო _ მოტივაციის თეორიაში ყველაფერი, რასაც ადამიანი მისთვის მიიჩნევს ფასეულად შრომის მატერიალური და მორალური სტიმულირების სახით (იხ. კომპენსაცია).

გარემო _ ორგანიზაციის ფუნქციონირების პირობები და მის საქმიანობაზე მოქმედი ფაქტორების (ცვლადების) ერთობლიობა.  მას  ყოფენ  შიგა  და  გარე  გარემოდ. შიგა ცვლადებს განეკუთვნება მიზნები, სტრუქტურები,  ამოცანები, ტექნოლოგიები და ადამიანები. გარე გარემო თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:  პირდაპირი  ზემოქმედების  და  ირიბი  ზემოქმედების  ძალები. პირველი ჯგუფი აერთიანებს მიმწოდებლებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს,შრომით რესურსებს, სახელმწიფოებრივი რეგულირების კანონებს და დაწესე- ბულებებს. მეორე ჯგუფში მოიაზრება ეკონომიკის მდგომარეობა, მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესი, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები, ჯგუფურ ინტერესთა გავლენა და სხვა ქვეყნებში არსებითი მოვლენები.

დავალება _ დაკისრებული სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს (როგორც წესი, ორგანიზაციაში) განსაზღვრული ფორმით მოცემულ დროში.

დამაკავშირებელი პროცესები _ გადაწყვეტილებათა მიღება და კომუნიკაცია, აგრეთვე ხელმძღვანელობა.

დაგეგმვა _ მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი ფუნქცია, ორგანიზაციის მიზნებისა და გადაწყვეტილებების შერჩევის პროცესები,  რომლებიც აუცილებელია მათი მიღწევისათვის.

დათხოვნა  _  შრომითი  კონტრაქტის  შეწყვეტა  მუშაკთან  ადმინისტრაციის ინიციატივით.

დამფუძნებლები _ საქმის ორგანიზატორები, საწარმოს (ფირმის) დამფუძნებლები; ფიზიკური  და  (ან)  იურიდიული  პირები,  რომლებიც  ქმნიან  ახალ ორგანიზაციას თავისი საკუთარი ინიციატივით და მასში მონაწილეობისათვის იზიდავენ კაპიტალის მეანაბრეებს. დამფუძნებლებს  შეუძლიათ  თავადაც შეიტანონ თავიანთი კაპიტალი შესაქმნელ ორგანიზაციაში. ისინი ამუშავებენ დოკუმენტებს, რომლებიც აუცილებელია დასაფუძნებელი საწარმოს (საზოგადოების) რეგისტრაციისა და საქმიანობისათვის, ახორციელებენ აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს.

დელეგირება  _  ამოცანებისა  და  უფლებების   გადაცემა   შემსრულებლისათვის, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას მათი განხორციელებისათვის. იგი გამოიყენება როგორც მართვის დეცენტრალიზაციის საშუალება (მენეჯერების მხრივ უფლებამოსილების დელეგირება ხელქვეითებისათვის).

დემოკრატიული  ხელმძღვანელი  (მენეჯერი)  _  ხელმძღვანელი,   რომელიც   ცდილობს არ მოახვიოს თავისი ნება ხელქვეითებს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები, და იყოს ორიენტირებული უმაღლესი დონის მოთხოვნილებათა მოტივაციაზე (იხ. ავტოკრატიული ხელმძღვანელი).

დეტერმინიზმი (ლათ. განსაზღვრა_ ეკონომიკური ამოცანების დასმა, გადაწყვეტა, რომლის დროსაც მათი პირობები ფორმირდება სრული განსაზღვრულობით, განუსაზღვრელი, შემთხვევითი ბუნების ფაქტორების მხედველობაში მიღების გარეშე.

დეცენტრალიზებული ორგანიზაცია _ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის ფარგ- ლებშიც გადაწყვეტილების მიღების უფლება ნაწილდება ქვემდგომ მმართველობით სტრუქტურებამდე.

დივიზიური ორგანიზაციული სტრუქტურა (ფრანგ. გაყოფა_ ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპი, რომელიც დამუშავებულია დიდი ორგანიზაციებისათვის, რომლებისთვისაც ფუნქციური სტრუქტურები არაეფექტიანი ხდება. სტრუქტურების (განყოფილებების) ძირითადი ტიპებია რეგიონული და საპროდუქტო სტრუქტურები. აგრეთვე სტრუქტურები, რომლებიც ორიენტირებულია მყიდველზე.

დირექტორთა საბჭო _ სააქციო (აქციონერული) საზოგადოების, კორპორაციის ხელმძ- ღვანელი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც აქციონერების კრებებს შორის პერიოდში წყვეტს მართვის პრინციპულ  საკითხებს  და  ქმნის  გამგეობას  საქმეების ოპერატიული მართვისათვის.

დისფუნქციური კონფლიქტი  _  კონფლიქტი,  რომელიც  იწვევს  მუშაობით კმაყოფილების ხარისხის შემცირებას, ჯგუფებს შორის თანამშრომლობის შესუსტებას, ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შემცირებას (იხ. კონფლიქტი).

დუბლიკატი (ლათ.) _ დოკუმენტის მეორე ეგზემპლარი, რომელსაც  იგივე  ძალა  აქვს,  რაც დედანს.

ევრისტიკა (ბერძ. გამოძებნა, გაღება_ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის მეთოდი, გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაფუძნებულია ინტუიციაზე,              საზრიანობაზე,              ანალოგიებზე,                                       გამოცდილებაზე, გამომგონებლობაზე, რაც უნდა  ეყრდნობოდეს  ადამიანის  ტვინის განსაკუთრებულ თვისებებსა და ადამიანის უნარს გადაწყვიტოს ამოცანები, რომლებისთვისაც ფორმალური მათემატიკური ალგორითმი, გადაწყვეტის წესი უცნობია.

ეკოლოგია (ბერძსახლისაცხოვრებელი და მოძღვრება_ ადამიანთა ურთიერთობა გარემომცველ ბუნებასთან (გარე სამყაროსთან) რესურსების ეკონომიკური გამოყენების, მათი დაცვისა და აღდგენის ჩათვლით.

ეკონომიკა (ბერძ. სახლი, მეურნეობა  და  წესი,  კანონი)  _  1)  მეურნეობა,  რესურსებისა  და პროცესების ერთობლიობა, რომლებსაც ადამიანები შრომით საქმიანობაში იყენებენ              სიცოცხლის               უზრუნველსაყოფად,                                       მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო დოვლათის, პირობებისა და არსებობის საშუალებების  შექმნის  გზით;  2)  მეცნიერება  (თეორია)  ეკონომიკის,  ადამიანების მიერ  მისი  წარმართვის  წესების,  საქონლის  წარმოებისა  და  გაცვლის პროცესში ადამიანებს შორის ურთიერთობების, სამეურნეო (ეკონომიკური) პროცესების მიმდინარეობის კანონზომიერებების შესახებ. იგი სწავლობს თუ როგორ იყენებენ ადამიანები მათ განკარგულებაში არსებულ შეზღუდულ                           რესურსებს                                                       მოთხოვნილებისა   და                                                მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. ეკონომიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომია).

ეკონომიკური თეორია _ ზოგადი მეცნიერება ეკონომიკის შესახებ, თეორიული წარმოდგენები ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებზე, მეურნეობის (ეკონომიკის) ფუნქციონირებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც დაფუძნებულია, ერთი მხრივ, ლოგიკაზე, ისტორიულ გამოცდილებებზე და, მეორე მხრივ, თეორიულ კონცეფციებზე, მეცნიერ-ეკონომისტების (სწავლული ეკონომისტების)  შეხედულებებზე.  ეკონომიკური  თეორიის   როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება იწყება XVI საუკუნიდან და ფრანგი ეკონომისტი ა. მონკრეტიენი ისტორიაში შევიდა იმით,  რომ  ამ  მეცნიერების  სახელწოდება  გახდა «პოლიტიკური ეკონომია» (1615 წ. გამოვიდა მისი წიგნი «პოლიტიკური ეკონომიის  ტრაქტატები»).  ბრიტანელმა  ეკონომისტმა  ა.   მარშალმა პოლიტიკური ეკონომიის ნაცვლად კემბრიჯის უნივერსიტეტში დაიწყო «ეკონომიკსის»  კურსის  წაკითხვა  (1890  წ.  გამოვიდა  მისი  წიგნი   «ეკონომიკსის პრინციპები», რომელიც ითარგმნა რუსულ ენაზე და გამოიცა მოსკოვში 1983 წ. სახელწოდებით «პოლიტიკური ეკონომიის  პრინციპები»;  ერთი  საუკუნის  შემდეგ გ. მენქიუმ გამოსცა წიგნი ა. მარშალის წიგნის ანალოგიური სახელწოდებით, რომელიც ითარგმნა  ქართულ  ენაზე  და  გამოიცა  სახელწოდებით «ეკონომიკის პრინციპები»). ამრიგად, ეკონომიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომია და «ეკონომიკსი» ერთი და იგივე მეცნიერებაა (სამეცნიერო დისციპლინაა).  ამიტომ  ყოველგვარ  ლოგიკას  მოკლებულია ქართულ ლიტერატურაში ინგლისური «ეკონომიკსის» დამკვიდრება (ანალოგიურად «მათემატიკსის» მათემატიკის ნაცვლად). ეკონომიკური თეორია ეკონომიკურ მეცნიერებათა მთელი კომპლექსის _ მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ა.შ. თეორიულ- მეთოდოლოგიური საფუძველია და მიზანშეწონილია მას ეწოდოს «ზოგადი ეკონომიკური თეორია», ვინაიდან  ყველა  ეკონომიკურ  სამეცნიერო დისციპლინასა და მიმართულებას გააჩნია თავისი თეორიები, ხოლო ზოგიერთ მათგანს _ ზოგადი თეორიაც (მაგალითად, სტატისტიკის ზოგადი თეორია).

ეკონომიკური კიბერნეტიკა (ბერძმართვის ხელოვნება_ მეცნიერება ეკონომიკური სისტემების მართვის ზოგად კანონზომიერებათა და მართვის პროცესში ინფორმაციის გამოყენების შესახებ.

ერთობლივი საწარმო _ საწარმო, რომლის მუშაობაშიც  მონაწილეობენ  სხვადასხვა  ქვეყნის საწარმოები (ფირმები), რომლებიც ორგანიზაციულად გაფორმებულია როგორც ერთიანი, საერთო საწარმო. იგი იქმნება იმისათვის, რომ გაერთიანდეს სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული საწარმოების საქმიანობის ძალისხმევა, კოოპერაცია პროდუქციის, მომსახურების (საქონლის) უფრო ეფექტიანად წარმოებისა და გასაღების მიზნით.

ეფექტიანი ეფექტის, შედეგის მიღების გამომხატველი ცნებაა. მისი სინონიმებია: შედეგიანი, რეზულტატიანი. მაგალითად, ეფექტიანი ბიზნესი, ეფექტიანი მენეჯმენტი და ა.შ.

ეფექტური _ ეფექტის, შთაბეჭდილების მომხდენი და არავითარი შედეგის მომცემი. მაგალითად, ეფექტური ქალი, ეფექტური სპექტაკლი. ხშირად «ეფექტური» გამოიყენება «ეფექტიანის» ნაცვლად, რაც მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს, ვინაიდან «ეფექტური» ხშირად გულისხმობს  ილუზიის,  მოჩვენებითობის  შექმნას, პიარ-კამპანიას.

ექსტრაპოლაცია _ ეკონომიკური  მაჩვენებლების,  სიდიდეების  მომავალი, მოსალოდნელი მნიშვნელობების განსაზღვრა წარსულ პერიოდში არსებული მონაცემების საფუძველზე მათი ცვლილებების გათვალისწინებით. მისი საპირისპიროა ინტერპოლაცია.

 

ვაკანსია (ლათსიცარიელე_ დაუკავებელი სამუშაო  ადგილის,  თანამდებობის  არსებობა, რომელზეც ახალი მუშაკის მიღება შეიძლება.

ვოტირება _ გადაწყვეტილების მიღება ხმის მიცემის გზით.

ვოტუმი (ლათსურვილი_ ხმის  მიცემის  ფორმით  გამოხატული  გადაწყვეტილება, აზრი.

ზარალი _ სამეურნეო საქმიანობის (ბიზნესის) დანაკარგები, გამოხატული ფულად ფორმაში; საწარმოს (ფირმის) ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე, რაც მატერიალური და ფულადი რესურსების შემცირებას იწვევს (იხ. იდემნიტეტი).

თანამდებობის  პირი  _  სახელმწიფო  დაწესებულების   მოსამსახურე,   რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია და უფლებამოსილია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

თანამდებობრივი ინსტრუქცია _ დოკუმენტი ძირითადი ამოცანების, მოვალეობების, გამოცდილების, სამუშაოს შესახებ, რომლებიც მოეთხოვება სხვადასხვა თანამდებობას კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციაში.

თანამფლობელი _ ქონების, ფასეულობების ნაწილის მფლობელი, რომლის დანარჩენ ნაწილს სხვა მესაკუთრეები ფლობენ.

თეორია «X» _ დ. მაკგრეგორის ტერმინი, რომლის მიხედვით ავტოკრატიული ხელმძღვანელი (მენეჯერი) მიიჩნევს, რომ ადამიანებს არ უყვართ მუშაობა, არ აწუხებთ თავმოყვარეობა, ამჯობინებენ რათა მათ ხელმძღვანელობდნენ; ამ თეორიის მთავარი დასკვნა: ადამიანებმა რომ იმუშაონ, აუცილებელია მათი იძულება (იხ. ავტოკრატიული ხელმძღვანელი).

თეორია «Y» _ დ. მაკგრეგორის ტერმინი, რომლის მიხედვით შესაბამის პიობებში ადამიანები მიისწრაფიან მუშაობისაკენ, მაშინ როდესაც ორგანიზაციის მიზნებისადმი  ერთგულება  გასამრჯელოს  ფუნქციაა,  რომელიც  დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან. ამ თეორიის თანახმად  მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს შემოქმედებით პოტენციალს.

თვითმმართველობა  _  ორგანიზაციის  აგების  პრინციპი,  რომლის  თანახმად ხელქვეითმა უნდა მიიღოს უფლებამოსილება მხოლოდ ერთი უფროსისაგან (მენეჯერისაგან) და იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ მის წინაშე.

იერარქიული სტრუქტურა _ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლისთვისაც დამახა- სიათებელია  მრავალდონიანი  მართვა  და  მართვის  მცირე  მოცულობა  თითოეულ დონეზე.

იმიტაცია  (ლათ.  განმეორება)  _  რეალური  სიტუაციის  მოდელის  დამუშავების  პროცესი და ექსპერიმენტის შესრულება იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება რეალურად შეიცვალოს სიტუაცია.

იმიჯი (ინგლ.) _ 1. საქმიანი კაცის (ბიზნესმენის, მეწარმის) სახე, მასზე წარმოდგენა, რომელიც ყალიბდება გარშემომყოფებში, რეპუტაცია; 2. ფირმის, საქონლის, მომსახურების სახე, რომელიც ბაზარზე ფირმის მდგომარეობას, საფირმო მარკისადმი მყიდველის (მომხმარებლის) ერთგულებას განაპირობებს.

იმპრესარიო _ კერძო  პირი,  რომელიც  სანახაობათა  ღონისძიებების  ორგანიზაციას  ეწევა, ან რომელიმე მსახიობის, არტისტის აგენტი, რომელიც მის მაგივრად საკონცერტო საქმიანობის ორგანიზაციას ახორციელებს.

ინდემნიტეტი (ლათუზარალობა_ ზარალის ანაზღაურება, კომპენსაცია. ინდიკატორული    (ინდიკატიური)    დაგეგმვა    _   ეკონომიკისა    და    ბიზნესის რეგული-

რების   მეთოდი,   საორიენტაციო   დაგეგმვა   სახელმწიფო   დონეზე,   რომელიც ამ მიზნების მისაღწევად გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრასა და მოქმედების პროგრამების  დამუშავებას  შეიცავს  ისეთი  მეთოდების  გამოყენებით,  როგორიცაა «დანახარჯები_გამოშვების» მოდელი. დირექტიული დაგეგმვისაგან განსხვავებით ინდიკატიური დაგეგმვა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ინსპექტორები _ საწარმოს (ორგანიზაციის) ძირეული რგოლის ხელმძღვანელები (მენეჯერები), რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ რიგითი შემსრულებლების საქმიანობას.

ინსპექცია _ სახელმწიფო მართვის ორგანო, რომელიც ასრულებს ზედამხედველობის, შემოწმების (კონტროლის) ფუნქციებს იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს საწარმოების (ფირმების) საქმიანობის ოფიციალურად დადგენილი წესები და ნორმები.

ინტეგრაცია (ლათ.) _ ეკონომიკური სუბიექტების, სხვადასხვა ქვესისტემების (ქვედანაყოფების)  ძალისხმევათა  გაერთიანების   პროცესი   ორგანიზაციის საერთო მიზნების მისაღწევად.

ინფორმაცია (ლათ. შეტყობინება_ ნებისმიერი შეტყობინება რაიმეს შესახებ; ეკონომიკური მონაცემები, ცნობები, მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება მმართველობითი (სამმართველო) გადაწყვეტილებების მისაღებად; სულ  უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საბაზრო ეკონომიკის  დროს.  (იხ.  სამრეწველო შპიონაჟი).

ინფორმაციულმმართველობითი სისტემა _ ხელმძღვანელთა (მენეჯერთა) ინფორმა-  ციით უზრუნველყოფის ფორმალიზებული სისტემა, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებათა მისაღებად.

ინფრასტუქტურა (ლათ. მახლობლად, სტრუქტურა_ დარგების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც ხელსაყრელ პირობებს ქმნიან საქონლის წარმოებისა და მომსახურებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა ცხოველმოქმედების ნორმალური  ფუნქციონირებისათვის.  განასხვავებენ საწარმოო და სოციალურ ინფრასტუქტურას. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება გზები, კავშირგაბმულობა,  ტრანსპორტი,  წყალმომარაგება,  სასპორტო  ნაგებობები და სხვ.

კვალიფიკაციური დახასიათება _ დოკუმენტი, რომელშიც მოკლედ გადმოცემულია ძირითადი ამოცანები, უნარ-ჩვევები და ცოდნა, უფლებები და მოვალეობები, რომლებიც წაეყენებათ სხვადასხვა სპეციალობებს ორგანიზაციაში.

კოლექტივი  (ლათ.  კრებითი,  შემკრები)  _  ადამიანთა  ჯგუფი,  ერთობლიობა, რომლებიც ერთ  ორგანიზაციაში  (საწარმოში)  მუშაობენ.  ერთი  საწარმოს  მუშაკთა კოლექტივს, ზოგჯერ შრომით კოლექტივს უწოდებენ.

კომერციალიზაცია _ ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში კომერციული საწყისების ფართოდ გამოყენება, კომერციული ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა; მოგების მიღების მიზნისადმი საქმიანობის დამორჩილება.

კომერციული ორგანიზაცია _ ორგანიზაცია, რომლის მიზანია მოგების მიღება. კომერ- ციული  ორგანიზაციები  მენეჯმენტის  ობიექტებია.  არაკომერციული (მაგალითად,  სახელმწიფოებრივი)  ორგანიზაციების  მიმართ   გამოიყენება მართვა და არა მენეჯმენტი (იხ. ორგანიზაცია).

კომპენსაცია _ ფულადი გასამრჯელო, რომელსაც გასცემს ორგანიზაცია თავის თანამშრომლებზე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის.

კომუნიკაცია _ ინფორმაციის გაცვლის პროცესი ორ და მეტ ადამიანებს (მხარეებს) შორის, მართვის სუბიექტსა და ობიექტს შორის.

კონსალტინგი _ სპეციალური კომპანიების საქმიანობა, რომლის დროსაც წარმოებს მწარმოებლების,  გამყიდველების,  მყიდველების  კონსულტირება   ეკონომიკისა და  ბიზნესის,  ფირმის  შექმნასა  და  რეგისტრაციის,  საქონლისა   და მომსახურების ბაზრის გამოკვლევისა  და  პროგნოზირების,  ინოვაციების საკითხთა ფართო წრის შესახებ.

კონტროლი (ფრანგშემოწმება_ მენეჯმენტის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

კონფლიქტი (ლათ. შეჯახება_ წინააღმდეგობა (უთანხმოება) ორ და მეტ  მხარეებს (პირებს ან ჯგუფებს) შორის როდესაც  თითოეული  მხარე  ცდილობს  გააკეთოს ისე, რომ მიღებული იქნეს სწორედ მისი შეხედულებები ან მიზნები და ხელი შეუშალოს მეორე მხარეს იგივე გააკეთოს.

კორპორაციის კულტურა _ ატმოსფერო ანუ სოციალური კლიმატი ორგანიზაციაში. კოორდინაციის აუცილებლობა _ სიტუაცია, რომელიც წარმოიშობა შრომის ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწილებისას.

 

ლიბერალური ხელმძღვანელი _ ხელმძღვანელი (მენეჯერი), რომელიც თავის ხელქვე- ითებს აძლევს  თითქმის  სრულ  თავისუფლებას  ამოცანების  შერჩევასა  და  თავისი საქმიანობის კონტროლში. მისი საპირისპიროა ავტოკრატიული ხელმძღვანელი.

ლიდერი  ორგანიზაციის  _  ადამიანი,  რომელიც  ეფექტიანად   ახორციელებს  ფორმალურ და არაფორმალურ ხელმძღვანელობასა და ლიდერობას (იხ. ორგანიზაციული ლიდერობა).

ლოგისტიკა _ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაქონლო-მატერიალური მარაგის მართვა.

 

მართვა _ შეგნებული მიზანმიმართული ზემოქმედება სუბიექტებისა და ორგანოების მხრივ ადამიანებსა და ეკონომიკურ ობიექტებზე, რომელიც ხორციელდება სასურველი შედეგების მიღების მიზნით. მართვას ბიზნესის სფეროში, კერძოდ კომერციულ ორგანიზაციაში, ეწოდება მენეჯმენტი.

მართვის დონეები _ ორგანიზაციაში შრომის ვერტიკალურად დანაწილების შედეგად ჩამოყალიბებული მართვის იერარქია (საფეხურიანობა) მმართველობითი საქმიანობის კოორდინაციისათვის. გამოყოფენ მართვის სამ დონეს: ძირეული, საშუალო და უმაღლესი დონე (რგოლი).

მარკეტინგი (ინგლ.) _ მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა-პროგნოზირება და მისი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა გაცვლის საშუალებით მოგების მისაღებად ფირმის მიზნობრივი ბაზრის გამოკვლევის, მის შესახებ და კონკურენტებზე მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე.

მატრიცული ორგანიზაცია _ ადაპტური სტრუქტურების ტიპი, რომელშიც ფორმირე- ბული ჯგუფის წევრები პასუხს აგებენ თავიანთ საქმიანობაზე და მოცემული კონკრეტული    პროექტის    ხელმძღვანელის   (მენეჯერის)    წინაშე,    სადაც                             ისინი მუშაობენ მუდმივად.

მენეჯერი (ინგლ.) _ მართვის სპეციალისტი, პროფესიონალი მმართველი ბიზნესის სფეროში. იგი ბიზნესმენის მიერ დაქირავებულია და ფირმაში  მართვის  სხვადასხვა  დონეზე  ახორციელებს  ადამიანთა  ჯგუფების   ხელმძღვანელობას. (იხ. მეწარმე, მოთამაშე მენეჯერი).

მენეჯმენტი (ინგლ.) 1. მართვის მეცნიერება და პრაქტიკა საბაზრო  ეკონომიკის პირობებში; 2. საწარმოს (ფირმის) მართვის პრინციების,  ფორმებისა  და მეთოდების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის (ბიზნესის) ეფექტიანობას და მოგების  მიღებას.  იგი  გულისხმობს  დასახული  მიზნის (გეგმის) შესრულებას  სხვა  ადამიანების  შრომის,  ინტელექტის,  ქცევის მოტივების გამოყენებით (იხ. საერთაშორისო მენეჯმენტი).

მექანიზაცია _ მანქანების გამოყენება ადამიანების ნაცვლად.

მექანისტური სტრუქტურა _ ორგანიზაციის ტრადიციულ-ბიუროკრატიული ფორმა ადაპტური ანუ ორგანული სტრუქტურის საპირისპიროდ.

მეწარმე  _  საქმიანი  ადამიანი,  რომელიც  ეწევა  ბიზნესს  პირადი  სახსრებისა  და   რისკის საფუძველზე. ბიზნესმენისაგან განსხვავებით მეწარმე თვითონ მართავს საკუთარ ფირმას, ვინაიდან თვითონ არის საკუთარი ბიზნესის (წამოწყების) შემოქმედი, ნოვატორი და ბიზნეს-გეგმის მთავარი ავტორი (იხ. მოთამაშე მენეჯერი).

მეწარმეობა ინოვაციური ბიზნესი, რაც ნიშნავს რაიმე ახლის შეთავაზებას მომხმარებლისათვის. ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე  მეწარმეობა,  ვინაიდან იგი მოიცავს ნებისმიერ ერთჯერად ბიზნესოპერაციებსაც და მეწარმეობასაც. ამრიგად, მეწარმეობა არის ახალი საქონლის შექმნა და ახალი მომხმარებლის, ახალი ბაზრის შექმნა.

მისია _ ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ან ამოცანა მართვის სისტემაში.

მოდელი _ საგნის, სისტემის ან იდეის წარმოდგენა გამარტივებული ფორმით, რაც ამარტივებს რეალობას და ამით აიოლებს შინაგანი ურთიერთობების დანახვის შესაძლებლობას.

მოდელი მასობრივი მომსახურების _ მოდელი, რომელიც გამოიყენება მომსახურების საწარმოთა           ოპტიმალური           რიცხვის           განსაზღვრისათვის, მათზე მოთხოვნილებიდან გამომდინარე.

მოდელი პორტერ-ლოულერის _ მოტივაციის სიტუაციური თეორიას, რომელიც აერთიანებს  მოლოდინის  თეორიისა  და  სამართლიანობის  თეორიის  ელემენტებს. იგი მოიცავს ხუთ ცვლადს (ფაქტორს): ძალისხმევას, მოლოდინს, შედეგიანობას, გასამრჯელოს და კმაყოფილებას (იხ. მოტივაცია).

მოთამაშე მენეჯერი _ მენეჯერი, რომელიც  სხვა  მუშაკებსა  და  მენეჯერებზე  კონტროლის ფუნქციის შესრულებასთან ერთად თავად არის  შემსრულებელი.  ასეთ როლში ხშირად გამოდიან თვითონ მეწარმეები, რომლებიც თვითონ წარმართავენ საკუთარ ბიზნესს კვალიფიციურად.

მოტივაცია _ მენეჯმენტის  ერთ-ერთი  ძირითადი  ფუნქცია,  საქმიანობის  სტიმულირების პროცესი, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის ინდივიდუალური და საერთო მიზნების მიღწევაზე.

მუნიციპალური მენეჯმენტი _ ადგილობრივ თვითმმართველ სისტემაში სოციალურ- ეკონომიკური საქმიანობის მართვა. ამ მენეჯმენტის საკითხთა წრეში შედის ენერგოწყალმომარაგება, მოსახლეობის დასაქმება, მისი უზრუნველყოფა სავაჭრო და  საყოფაცხოვრებო  მომსახურებით,  ადგილობრივი  ბაზრის ფორმირება და სხვ. არ შეიძლება «მუნიციპალური  მენეჯმენტის»  ადგილობრივ და სახელმწიფო მართვასთან გაიგივება.

 

ნამსახურობა _ შრომითი საქმიანობის წელთა რაოდენობა, რომელიც იძლევა პენსიის, ხელფასის გაზრდისა და შეღავათების მიცემის უფლებას.

ნოუ-ჰაუ (ინგლ. ვიცი როგორ_ მეცნიერულ-ტექნიკური, საწარმოო-ტექნოლოგიური, მმართველობითი (მენეჯმენტის), ფინანსურ-ეკონომიკური, კომერციული  ხასიათის ცოდნის, აგრეთვე მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების ერთობლიობა, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამხდარა საერთო საკუთრებად და წარმოადგენს სიახლეს.

ნუვორიში (ფრანგახალი მდიდარი_ სწრაფად გამდიდრებული ადამიანი, მდიდარი მეტიჩარა, რომელიც გასულია საზოგადოების მაღალ ფენებში.

 

ოპერატიული მართვა _ ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების მართვა, რომელიც ოპერაციულ დაგეგმვას, აღრიცხვასა და კონტროლს მოიცავს.

ორგანიზაცია (ლათ.) _ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობა კოორდინირდება შეგნებულად საერთო მიზნის ან მიზნების  მისაღწევად.  განასხვავებენ  კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს. კომერციული ორგანიზაციების მიზანია მოგების მიღება. არაკომერციულ ორგანიზაციებს განეკუთვნებიან სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და სხვა  ორგანიზაციები,  რომელთა  მიზანი არ არის მოგების მიღება.

ორგანიზაციული სტრუქტურა _ მართვის დონეების და ფუნქციური სფეროების ლოგიკური თანაფარდობა, რომლებიც ორგანიზებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი მიღწევა.

ორგანიზაციული ლიდერობა _ გავლენის მოხდენის უნარი ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებზე მათი საქმიანობის პროცესში ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ორგანიზაციული დარვინიზი _ კონცეფცია, რომლის თანახმად ორგანიზაცია რომ გადარჩეს, უნდა შეეგუოს გარე გარემოს ცვლილებებს.

ორგანიზაციის კულტურა _ ორგანიზაციაში შემუშავებული და მისი წევრებისათვის დამახასიათებელი  ქცევის,  ზნე-ჩვეულებების  და  მოლოდინის  მოდელის ერთიანი სისტემა.

პასუხისმგებლობა _ დავალებათა შესრულების ვალდებულება და მათი დამაკმაყოფილებელი შესრულების უზრუნველყოფა.

პირველადი ინფორმაცია _ ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია სპეციალურად მოცემული შემთხვევისათვის (სიტუაციისთვის).

პოლიტიკა  _  საერთო  ორიენტირება  მოქმედებებისა  და  გადაწყვეტილებების  მისაღებად, რომლებიც აიოლებენ მიზნების მიღწევას.

პოლიტიკური  ეკონომია  _  ეკონომიკური  თეორიის   ერთ-ერთი   სახელწოდება, რომელიც ხმარებაში  შემოიტანა  ფრანგმა  ეკონომისტმა  ა.  მონკრეტიენმა.  საბჭოთა            ეკონომიკურ            მეცნიერებაში           პოლიტიკური                           ეკონომია იდეოლოგიზებულ, პოლიტიზებულ მეცნიერებად იქცა, რომელიც გაჯერებული იყო გაბატონებული პარტიის, კერძოდ, სკკპ ყრილობების, სკკპ ცკ პლენუმების დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით. განსაკუთრებით ეს შეეხება ე.წ. სოციალიზმის პოლიტიკურ ეკონომიას, რომელიც გამოაცალკევეს საერთო (ერთიანი) პოლიტიკური ეკონომიიდან, რაც მოკლებული იყო ყოველგვარ  ლოგიკას. მეტისმეტი პოლიტიზების გამო დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკური ეკონომიის  ნაცვლად  შემოიღეს  «ეკონომიკსი».  ევროპისა  და დსთ-ს ბევრი ქვეყნის  უმაღლეს  სასწავლებლებსა  და  კოლეჯებში შენარჩუნებულია პოლიტიკური ეკონომია,  საგანი  «ეკონომიკსი»  კი შემოღებულია მხოლოდ  ინგლისურენოვან  ქვეყნებში  (იხ.  ეკონომიკური  თეორია).

 

ჟიური (ლათ. ფიცის მიღება_ მცოდნე, კომპეტენტურ პირთა ჯგუფი,  რომლებიც  ინიშნება ან აირჩევა ექსპერტ-მსაჯულებად კონკურსებში ან სიტუაციის შეფასებისათვის ბაზარზე და სხვა შემთხვევაში.

რაციონალური გადაწყვეტილება _ არჩევანი (ალტერნატივა), რომელიც  განმტკიცე-  ბულია ობიექტური ანალიზის შედეგებით. რაციონალური გადაწყვეტილება განსჯაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებით არ არის დამოკიდებული წარსულში დაგროვებულ გამოცდილებაზე.

რეესტრი (ლათსიაჩამონათვალი)  _  ეკონომიკური  ობიექტების,  ქონების, ჩამონათვალი, წიგნი, რომელშიც არის რეესტრული სია,  დოკუმენტების,  საქმეების რეგისტრაციისთვის.

რეზონი (ფრანგ.) _ მოსაზრება, გონივრული საფუძველი, აზრი.

რეიტინგი (ინგლ.) _ ფირმის ნიშნიერების, მასშტაბურობის, მნიშვნელობის შეფასება, აგრეთვე მაჩვენებელი, რომელიც ფირმის (ბანკის) კრედიტუნარიანობას  ახასიათებს.

რელევანტური ინფორმაცია _ მონაცემები,  რომლებიც  შერჩეულია  კონკრეტული ამოცანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

რისკი      _        განუსაზღვრელობის        დონე        შედეგის        წინასწარ        განჭვრეტაში (პროგნოზირებაში).

 

საბაზრო ეკონომიკა _ ეკონომიკა, რომელიც ფუნქციონირებს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა კანონების საფუძველზე. მისთვის დამახასიათებელია ბიზნესის თავისუფლება  და  კონკურენცია.  თუ  ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის (ცენტრალიზებული დაგეგმვის) პირობებში სახელმწიფო მართავდა ეკონომიკას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მართვა იცვლება რეგულირებით, ხოლო მართვა საწარმოს (ფირმის) პრეროგატივაა მენეჯმენტის სახელწოდებით, რომელიც  არ  არის  მართვის  სინონიმი  (იხ.  სახელმწიფო  რეგულირება,  შერეული ეკონომიკა).

საბითუმო ვაჭრობა_ საქონლის ყიდვა–გაყიდვა მსხვილი პარტიებით, საბითუმო  ფასებით, რომლებიც საცალო ფასებთან შედარებით მცირეა. (იხ.  საცალო  ვაჭრობა).

საერთაშორისო ბიზნესი _ პირველ რიგში საწარმოების (ფირმების) საქმიანი ურთიერთქმედება და ბიზნესო-პერაციების განხორციელება, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთაშორისო       მენეჯმენტი  _       მენეჯმენტის განსაკუთრებული სახეობა,                     რომლის მთავარი  მიზნებია                    ფირმის                        კონკურენტულ                               უპირატესობათა    ფორმირება, განვითარება                   და                     გამოყენება  სხვადასხვა ქვეყანაში     ბიზნესის                         წარმართვის შესაძლებლობათა         და         ამ         ქვეყნების         ეკონომიკური,         სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული და სხვა თავისებურებათა გამოყენების ხარჯზე. საინოვაციო    მენეჯმენტი _ სტრატეგიული მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება,    რომლის    ობიექტია    ორგანიზაციაში    ინოვაციური    პროცესების (პროექტების) მართვა.

სამრეწველო შპიონაჟი _ კონკურენტების მოქმედებათა შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) შეგროვების განსაკუთრებული ხერხი, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციის მიზნების (სტრატეგიის) ფორმირებისათვის. მას ინტენსიურად იყენებენ იაპონური ფირმები.

საცალო ვაჭრობა _ საქონლის გაყიდვა ცალობით, როგორც წესი, საცალო ფასებით, რომლებიც აღემატება (დაახლოებით 20-30%-ით) საბითუმო ფასებს. სხვაობა საბითუმო და საცალო ფასებს შორის წარმოადგენს მოგების წყაროს სავაჭრო საწარმოებში (სუპერმარკეტებში, უნივერმაღებში და სხვ.).

სახელმწიფო რეგულირება _ სახელმწიფოს  ზემოქმედება  სახელმწიფოებრივი ორგანოების მეშვეობით ეკონომიკურ ობიექტებსა და პროცესებზე და მასში მონაწილე პირებზე;  იგი  ხორციელდება,  რათა  პროცესებს  მიეცეს ორგანიზებული ხასიათი, მოწესრიგდეს ეკონომიკური სუბიექტების მოქმედება, უზრუნველყოფილ იქნეს კანონების, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. სახელმწიფო რეგულირება მოიცავს ადმინისტრირებას, დაბეგვრას, აღრიცხვას, კონტროლს. საბაზრო ეკონომიკის  პირობებში  ეკონო- მიკის სახელმწიფო რეგულირებით იცვლება ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა (იხ. სისტემა ეკონომიკის მართვის).

სისტემა _ ერთიანობა, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისგან უნიკალური მახასიათებლებით. ორგანიზაციები  ითვლება  ღია  სისტემად,  იმიტომ რომ ისინი დინამიკურად ურთიერთმოქმედებენ გარე გარემოსთან (სამყაროსთან).

სიტუაციური მიდგომა _ კონცეფცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ოპტიმალური გადაწ- ყვეტილება არის გარემოს ფაქტორების ფუნქცია თვით ორგანიზაციაში (შიგა ცვალდები) და გარემომცველ გარემოში (გარე ცვლადები). ასეთი მიდგომა გულისხმობს მართვის ისტორიულად არსებული სკოლების ცალკეული  ასპექტების ინტეგრირებას განსაზღვრული მიდგომების შეხამების საფუძველზე. მართვის კონცეფცია კონკრეტულ სიტუაციაში ორგანიზაციის მიზნების უფრო ეფექტიანი მიღწევის მიზნით ცნობილია «კონკრეტული მიდგომის» სახელწოდებით.

სოციალური პასუხისმგებლობა  _  ორგანიზაციის  მოქმედებები,  რომლებიც  მიმართულია საზოგადოების საკეთილდღეოდ ნებაყოფლობით და არა კანონის მოთხოვნით.

სოციოტექნიკური სისტემა _ სისტემა, რომელიც წარმოადგენს ადამიანებსა და ტექნო- ლოგიურ კომპონენტებს. ყველა ფორმალური ორგანიზაცია წარმოადგენს სოციოტექნიკურ სისტემას.

სპონსორი _ 1) თავდები, გარანტი; 2)ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტს, სოციალური ღონისძიებების გატარებას; 3) შემკვეთი, ორგანიზატორი, მსხვილი ღონისძიების  მომწყობი  (იხ. ქველმოქმედება).

სტილი ხელმძღვანელობის _ ხელმძღვანელის (მენეჯერის) ხელქვეითებთან ურთიერთობაში  ქცევის  განზოგადოებული  სახეები,  მანერა   დასახული მიზნების მიღწევის პროცესში (ავტოკრატული, დემოკრატიული, ლიბერალური სტილი)

სტრატეგია (ბერძ.) _ ორგანიზაციის მისიის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის საერთო, ყოველნმხრივი, კომპლექსური გეგმა (გენერლის ხელოვნება).

სტრატეგიული დაგეგმვა _ ხელმძღვანელობის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა ნაკრები, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზაციის კონკრეტული სტრატეგიების დასამუშავებლად,  რათა  ორგანიზაციამ  მიაღწიოს  თავის  მიზნებს. სტრატეგიული გეგმა გათვალისწინებულია დროის გრძელვადიან მონაკვეთზე (რამდენიმე წელი). იგი მუშავდება მართვის უმაღლეს დონეზე.

სტრატეგიული  მენეჯმენტი  _  ორგანიზაციის  მართვა,  რომელიც   ემყარება სტრატეგიულ დაგეგმვას და მის ადეკვატურ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომლის  არსია  გრძელვადიანი  სტრატეგიების  დამუშავება  და   მათი რეალიზაცია ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

 

ტაქტიკა  _  მოკლევადიანი  სტრატეგია  მიზნების  მისაღწევად,   რომელიც ჩვეულებრივად მუშავდება მართვის  საშუალო  დონეზე.  იგი  გათვალისწინებულია დროის უფრო მოკლე მონაკვეთზე, ვიდრე სტრატეგია (ჩვეულებრივ ერთი წელი).

ტაქტიკური დაგეგმვა _ მთლიანად ფირმის (ორგანიზაციის) და მისი ცალკეული ქვედანაყოფების ოპერატიული გეგმების (ერთი წლის) დეტალური დამუშავება (იგულისხმება მარკეტინგის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვ.).

უზარალობა  _  საწარმოს  (ფირმის),  აგრეთვე  ფიზიკური  პირის  სამეურნეო   საქმიანობის (ბიზნესის) რეჟიმი, რომლის დროს საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი მასთან დაკავშირებული ან მის ტოლ დანახარჯებს ჭარბობს.

უზუფრუხტი (ლათ.) _ სხვისი ქონებით  სამუდამო  სარგებლობისა  და  მისგან შემოსავლის მიღების უფლება მთლიანობისა და სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების პირობით.

უკუკავშირი _ რეაქცია შეტყობინებაზე, რომელიც ეხმარება გამგზავნს, ინფორმაციის წყაროს (მენეჯერს) განსაზღვროს აღქმულია თუ არა გაგზავნილი ინფორმაცია.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ფაინდერი _ სიახლის მაძიებელი,  ახალი  პროფესიის  ადამიანი.  მისი  ფუნქციებია: ახალი ბაზრების მოძიება, საქონლის გასაღების ხელშეწყობა და სხვ. ასეთი პროფესია მოითხოვს ფართო დიაპაზონის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ  ცოდნას, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკებების, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანი კონტაქტების დამყარების უნარს.

ფორმალური ჯგუფი _ ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ჩამოყალიბებულია ხელმძღვანელობის მიერ  ორგანიზებული  პროცესების  საშუალებით.  მისი მიზანია ჩვეულებრივად რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება.

ფრენშაიზინგი3(ფრანგ.) _ მსხვილი და მცირე (წვრილი) ფირმების სახელშეკრულებო სისტემა ბიზნესში. მსხვილი ფირმა (ფრენშაიზერი)_საწარმო_დამამზადებელი შეუთანხმდება მცირე  ფირმას  (ფრენშაიზი),  რომელიც  კისრულობს ფრენშაიზერის საქონლის გაყიდვის ვალდებულებას, ან მისთვის მომსახურების გაწევას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (26.06.1997) თანახმად

«ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ურთიერთობაა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ… ხელი  შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურების განხორციელებას».1

ფუნქციური კონფლიქტი _ კონფლიქტი, რომელიც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

 

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ქარიზმა (ლათ.) _  გავლენა,  რომელიც  ემყარება  ხელმძღვანელის  (მენეჯერის) პიროვნულ  თვისებებს  ანუ  მის  როგორც  ლიდერის   უნარიანობას (ქარიზმატული ხელმძღვანელი).

ქვედანაყოფი _ საწარმოს (ორგანიზაციის) და მასზე მიკუთვნებული მუშაკების ოფიციალურად  გამოყოფილი  ნაწილი,  რომელიც  ასრულებს  მისთვის დაწესებულ  სამუშაოთა  წრეს,  პასუხისმგებელია  მასზე  დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის. ქვედანაყოფი უფრო ხშირად გამოიყოფა მასზე დავალებული სამუშაოს პროფილის მიხედვით. ქვედანაყოფს მიეკუთვნება განყოფილებები, სექტორები, ლაბორატორიები და სხვ.

ქველმოქმედება _ დახმარების გაწევა უსასყიდლოდ (მატერიალური და ფულადი) გასაჭირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციებისათვის. ადამიანთა  უზრუნველყოფა სიკეთითა და მომსახურებით ქველმოქმედების ხარჯზე.

ღირებულება _ 1. საქონლის ფასი; 2. ფულადი სახსრების  დანახარჯი  საქონლის შესაძენად და მომსახურების შესასრულებლად; 3. შრომითი ღირებულების თეორიაში _ საქონელში განივთებული შრომა (საცვლელი ღირებულება). 3 და არა ფრანშაიზინგი, რომელსაც ხშირად იყებენ.

ღირებულება  ნომინალური  _   ნომინალი-ოფიციალურად   გამოცხადებული ღირებულება, რომელიც მითითებულია ფულის ნიშანზე, ფასიან ქაღალდებზე, ბანკნოტებზე, მონეტებზე.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ყიდვა განვადებით _ ყიდვა საზღაურის ნაწილ-ნაწილ დაფარვით.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

შერეული ეკონომიკა _ ეკონომიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური             თავისუფლების,             საზოგადოებრვი                                               ცხოვრების (სოციალიზების, აგრეთვე შრომითი ენერგიისა და ბიზნესის) მრავალფეროვანი ფორმების ისტორიულ სინთეზს. მის საფუძველზე იქმნება შესაბამისი პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ემყარება ინტერესთა შეხამებასა და სა- ზოგადოებრივ თანხმობას. შერეულ ეკონომიკას, აგრეთვე მრავალწყობიან ეკონომიკას უწოდებენ, რასაც არ იზიარებს  ავტორთა  ნაწილი.  საბაზრო  ეკონომიკა შერეული ეკონომიკაა.

შერწყმა _ ორი ან რამდენიმე  ქონებისა  და  საქმიანობის  ნებაყოფლობითი  გაერთიანება იმ მიზნით, რომ შეიქმნას ახალი ფირმა (კომპანია) ან მოხდეს მათი შთანთქმა ერთ-ერთი მათგანის მიერ. ახალი კომპანიის შექმნის შემთხვევაში დანარჩენები არსებობას წყვეტენ  და  იშლებიან.  ახალი  კომპანიის  აქციები  ფირმებისა  და  მათი მესაკუთრეების წვლილის პროპორციულად ნაწილდება. ახალი კომპანიის კაპიტალი ყველა შერწყმული ფირმის აქტივების თანხას უდრის (იხ. შთანთქმა)

შეფი (ინგლ.) _ უფროსი, საწარმოს (ორგანიზაციის) მეთაური (მთავარი მენეჯერი). შვილობილი  კომპანია  _  კომპანია,  რომელიც  სხვა  კომპანიის  საკუთრებაში  აწარმოებს

სამეურნეო საქმიანობას (ბიზნესს) დამოუკიდებლად თავისი საკუთარი დასახელებით, მაგრამ იგი დედა (სათავო) კომპანიის სრულ ან ნაწილობრივ ცენტრალიზებულ კონტროლს ექვემდებარება. ზოგჯერ იგი სათავო კომპანიის ფილიალია.

შთანთქმა _ შერყმის ფორმა, რომელიც გულისხმობს, რომ შთანთქმელი კომპანია იურიდიულ პირად რჩება, ხოლო შთანთქმული _ უქმდება; ამასთან, პირველს მთელ  ქონებას,  ვალდებულებებს,  ვალებს  გადასცემს.  ასეთი  ოპერაციის შედეგად შთანთქმული კომპანია თავის აქტივს შთანთქმელი კომპანიის წმინდა აქტივების რაოდენობით ზრდის, ხოლო მის აქციონერებს თითოეულის წილობრივი  მონაწილეობის  პროპორციულად  ახალი  აქტივების   შეძენის  უფლება ეძლევათ. უფრო ხშირად შთანთქმა იძულებით მიმდინარეობს.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ჩივილი (ინგლ.) _ კონფლიქტი მენეჯერესა და მუშაკს (ან პროფკავშირებს) შორის კონტრაქტის (შრომითი ხელშეკრულების) კონკრეტული დებულების სწორად გაგების საბაბით.

ჩრდილოვანი ეკონომიკა _ ეკონომიკური პროცესები, რომლებიც არ  აფიშირდება,  იმალება მათი მონაწილეების მიერ, არ კონტროლდება სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ, არ ფიქსირდება ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკის მიერ. ჩრდილოვანი ეკონომიკა მოიცავს კრიმინოგენულ, აკრძალულ, კანონსაწინააღმდეგო,    დამალულ,    ფარულ    ბიზნესს    იმ    მიზნით,    რომ     თავი აარიდონ გადასახადებს.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ცხოვრების ღირებულება _ საქონლის, მომსახურების ღირებულება, რომელიც აუცილებელია ადამიანის, ოჯახის ცხოვრებისათვის; იგი გაიანგარიშება მოქმედ ფასებში.

ცხოვრების სტილი _ ადამიანის არსებობის წესი, რომელიც  გამოიხატება  მისი მოქმედების, ინტერესების და შეხედულებების (აზრის) მეშვეობით.

 

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ძალაუფლება _ მოქმედების შესაძლებლობა ან  სიტუაციაზე  ან  სხვა  ადამიანების  ქცევაზე ზემოქმედების უნარი.

ძირითადი  მომხმარებელი  _  მომხმარებელი  (მყიდველი),   რომელიც   შეძენილ საქონელს  და  მომსახურებას  საკუთარი,  არაკომერციული   მიზნებისთვის იყენებს.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

წესდება _ დადგენილი წესით რეგისტრირებული და დამტკიცებული დოკუმენტი, დებულებათა კრებული, იურიდიული პირის საქმიანობის წესი, რომელიც განსაზღვრავს მის სტრუქტურას, საქმიანობის სახეებს, სხვა პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს, უფლებებსა და მოვალეობებს.

ჭარბწარმოება _ პროდუქციის მიწოდების გადამეტება მის მოთხოვნაზე. წარმოებულია უფრო მეტი საქონელი, ვიდრე მასზე მოთხოვნაა.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ხელმისაწვდომი ბაზარი _ მომხმარებელთა ერთობლიობა, რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი, შემოსავალი და შეუძლიათ კონკრეტული საქონლის, მომსახურების შეძენა.

ხელმძღვანელის ჯგუფი _ ჯგუფი, რომელიც შედგება ხელმძღვანელისა და ხელქვეითებისგან, რომლებიც იმყოფებიან მისი  კონტროლის  ზონაში  (იხ. ჯგუფი).

ხუთი ფუნდამენტური ეკონომიკური კითხვა _ ძირითადი კითხვები, რომელთაც ეკონომიკამ, კერძოდ, ბიზნესმა უნდა უპასუხოს:  რა  იწარმოოს,  როგორ  იწარმოოს, როგორ გავრცელდეს წარმოებული პროდუქცია (საქონელი), როგორ იქნეს შენარჩუნებული სრული დასაქმება, როგორ იქნეს უზრუნველყოფილი ეკონომიკური სისტემის მოქნილობა. მარტივად ამ ფუნდამენტური კითხვების ერთობლიობა სამამდე დაიყვანება: რა იწარმოოს, როგორ იწარმოოს, ვისთვის იწარმოოს.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ჯგუფი _ ორი  ან  მეტი  პირი,  რომლებიც  ურთიერთმოქმედებენ  ერთმანეთთან იმგვარად, რომ თითოეული პირი გავლენას ახდენს  სხვაზე  და  ასევე  განიცდის მის გავლენას.

ჯენტლმენური შეთანხმება _ არაოფიციალური, დოკუმენტურად გაუფორმებელი შეთანხმება, რომელიც იდება,  როგორც  წესი,  ზეპირი  ფორმით, ურთიერთნდობის საფუძველზე.

– ბიზნეს გეგმების დაწერა 

ჰიგიენური ფაქტორები  _  ფ.  ჰერცბერგის  ორფაქტორიანი  თეორიის  თანახმად ადამიანის საქმიანობის გარემომცველ სფეროში მოქმედი ფაქტორები. მათ არარსებობას შეუძლია გამოიწვიოს დაუკმაყოფილებლობა, მაგრამ არ შეუძლია ქცევის აქტიური მოტივირება.

ჰიპოთეზა (ბერძ.) _ რაიმე  მოვლენის  ასახსნელად  წამოყენებული  მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა  ჯერ  არ  არის  ცდით  დამტკიცებული. ეკონომიკასა და ბიზნესში ჰიპოთეზები, უპირველეს ყოვლისა, პროგნოზირების დამუშავებასა და ახალი თეორიების წამოყენებასთანაა დაკავშირებული.

ჰოლდინგი, ჰოლდინგ-კომპანია _ მეთაური (სათავო) საწარმო, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა საწარმოების (ფირმების) საქმიანობას. საზღვარგარეთის პრაქტიკაში ჰოლდინგურ კომპანიას წამყვანი ადგილი უკავია მის მიერ კონტროლირებადი საწარმოების (ფირმების) აქციათა საკონტროლო პაკეტის ფლობის გამო. ამასთან, თვით ჰოლდინგური კომპანია შეიძლება სამეურნეო საქმიანობას (ბიზნესს) არ ეწეოდეს.