პირველი ნაბიჯი ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას

🌀 პირველი ნაბიჯი ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას

💡 პირველი ნაბიჯი ასეთია: ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოთ რა გინდათ.ქართულ რეალობაში, თითქმის არ შემხვედრია შემთხვევა, ეთქვათ ბიზნესის მომგებიანად აწყობა მინდაო – არა და, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი.

არ  უნდა აგვერიოს მიზანი და სურვილი   
მიზანი არის კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი შედეგი, რომელიც გეგმიურად უნდა შესრულდეს.
სურვილი კი არის ემოციური მისწრაფება ან ოცნება, რომელსაც სავალდებულო არ აქვს რეალისტური გეგმა და ვადები.
👉 მოკლედ: სურვილი რა მინდა; მიზანი როგორ და როდის მივაღწევ ამას.
მაგალითი:
— სურვილი: „მინდა საკუთარი ღვინის მარანი მქონდეს.“
— მიზანი: „2026 წლისთვის ცაგერში ავაშენებ 200 კვ.მ. ღვინის მარნის შენობას და დავიწყებ პროდუქციის წარმოებას.“
👉 განსხვავება: სურვილი ზოგადია, მიზანი კი კონკრეტული, ვადიანი და შესასრულებელი.

👉 პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რეალური მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება.მიზანი განსაზღვრავს თქვენს სვლაგეზს,
👇  რეალურად, ბიზნეს გეგმების მომზადების მიზნები და სავარაუდო პროცენტული განაწილება:

  • მიწის სტატუსის შეცვლა – 40 %
  • გრანტის მიღება – 20%
  • თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა – 10%
  • კრედიტის აღება (ბანკი/საფინანსო ორგანიზაცია) – 10%
  • ინვესტორის მოძიება და დარწმუნება – 8%
  • ბიზნესის გაფართოება/ახალი მიმართულების დამატება –3 %
  • სტრატეგიული პარტნიორის მოზიდვა – 1%
  • შიდა მართვის ინსტრუმენტი (ფინანსები/სტრატეგია) – 1%
  • სასამართლო/საკანონმდებლო მიზნები – 1%
  • ინფრასტრუქტურული პროექტები (ქარხანა, სასტუმრო, საწარმოო ობიექტი) – 2%
  • სოციალური ან ეკო პროექტები – 1%
  • საერთაშორისო თანამშრომლობა / ექსპორტის გაფართოება – 2%
  • ტენდერში მონაწილეობა – 1%
  • კომპანიის შიდა დოკუმენტაცია – 1%

👉 ანუ, 80–85% შემთხვევებში მიზანი გარედან მოთხოვნილია (მიწის სტატუსი, გრანტი, თანადაფინანსება, კრედიტი), ხოლო 25–30% უკვე უშუალოდ ბიზნესის განვითარებასა და შიდა მართვას ეხება.

უფრო თვალნათლივია დიაგრამის სახით . ეს დიაგრამა შეიძლება მრავალი კუთხით იყოს საინტერესო .

გადასვლა ბიზნეს გეგმების მომზადების სახელმძღვანელოს სარჩევზე

2 comments on “პირველი ნაბიჯი ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას”

  1. ოთარ პასუხი

    ხშირად ემიგრანტებისთვის მიზანი ბიზნესის სტაბილურობაა. საერთოდ ამ ეტაპს უნდა შევხედოთ, როგორც მრავალმიზნიან ამოცანას, მიზნების გრადაციით

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *