როგორ დავწეროთ Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია) ბიზნეს გეგმაში?

🌀 როგორ დავწერო Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია) ბიზნეს გეგმაში?
💡 Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია) არის ბიზნეს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი სექცია, რადგან ინვესტორები ან ბანკები ძირითადად სწორედ ამ მოკლე მიმოხილვის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. აქ უნდა იყოს მოყვანილი ბიზნესის ძირითადი იდეა, მისია, ხედვა, პროდუქტი ან მომსახურება, სამიზნე ბაზარი, ძირითადი კონკურენტები და ფინანსური შეჯამება.

 ⟫ სასურველია Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია) იყოს მოკლე, მკაფიო და ცხადი, თუმცა სრულყოფილი საკვანძო ინფორმაცია მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: კომპანიის სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობის ტიპი, ბაზრის შესაძლებლობები, მომხმარებელთა პროფილი და სეგმენტაცია. ამ სექციაში უნდა გამოჩნდეს ძირითადი კონკურენტული უპირატესობები, რაც ბიზნესს გამოარჩევს ბაზარზე.
 ⟫ ფინანსური ნაწილი უნდა მოიცავდეს შემოსავლის პროგნოზებს, კაპიტალის საჭიროებას, მოსალოდნელ მოგებას, ინვესტიციების შესაძლო შედეგებს და ROI (ინვესტიციის დაბრუნების მაჩვენებელი)-ს. ასევე მნიშვნელოვანია მოკლედ აღნიშნოთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და ძირითადი მიზნები, რათა ინვესტორს გამოჩნდეს, რომ ბიზნესი ორიენტირებულია სტრატეგიულ ზრდაზე და მდგრად განვითარებაზე.
 ⟫ Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია)-ის სტრუქტურა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
— ბიზნესის იდეის აღწერა,
— ბაზრის პოტენციალი,
— პროდუქტი/მომსახურება,
— კონკურენტული უპირატესობები,
— ფინანსური შეჯამება და
— გრძელვადიანი ხედვა.
დეტალური სექციები უნდა იყოს შემდგომი ნაწილებში, მაგრამ Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია)–ში საჭიროა მოცემული საკვანძო ინფორმაცია, რათა კითხვისთანავე აიხსნას ბიზნესის არსი და მომავალი პერსპექტივები.

ყველა გეგმას თავისი სპეციფიკა და სტრუქტურა აქვს. შესაბამისად ერთი შაბლონი ვერ იარსებებს. ანოტაციაც და ბიზნეს გეგმაც გარკვეულ მიზნებს ემსახურება და შესაბამისად იგება.

ვემოთ არის მაგალითი, როგორი სტრუქტურა ქონდა ჩვენს მიერ დაწერილი ანოტაცია „საერთაშორისო ფიზიოთერაპიული ცენტრის“. ეს ანოტაცია დაიწერა მიწის სტატუსის შესაცვლელად. სხვა ვარიანტები გაკეთდა კრედიტების, თანადაფინანსების და საერთაშორისო ინვესტიციებისათვის.

სტრუქტურის მაგალითი:

  1. პროექტის იდეის ანოტაცია
  2. პროექტის დაგეგმარებითი ნაწილის ანოტირებული აღწერა
    1. ცენტრალური შენობა
     2.2. თერაპიული ეზო
  3. მომხმარებლების ძირითადი ჯგუფები
  4. პროექტის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი
  5. ბიზნეს გეგმის ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლები:
    1 ინვესტიციის მოცულობა
     5.2 ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები (დაგეგმილი)
  6. ფინანსების წყარო და არსებული თანხის საბანკო დადასტურება
  7. მიწის სტატუსის ცვლილების დასაბუთება
    1 ცვლილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია
     7.2 ცვლილება განვითარების გეგმასთან შესაბამისობაშია
     7.3 ცვლილება მოიტანს კარგ ეკონომიკურ სარგებელს
     7.4 პროექტს ექნება კარგი სოციალური ეფექტი
     7.5 პროექტი ეკოლოგიურად გამართულია
     7.6 ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების სრულყოფას ხელი შეეწყობა
     7.7 მოხდება მეზობელი ნაკვეთების ირიბი ჩართვა და საზოგადოების მონაწილეობა

ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ანოტაცია ყოველთვის კონკრეტულ მიზანს უნდა მოერგოს.
ანოტაციის შემაჯამებელი ვერსია, განკუთვნილი ინვესტორებისაკენ ცხადია, ამ
პუნქტებს განიხილავდა:
ბიზნესის იდეა – რა არის თქვენი პროდუქტი ან მომსახურება?
მისია და ხედვა – რა მიზანს ემსახურება ბიზნესი და როგორია მისი გრძელვადიანი მიმართულება?
სამიზნე ბაზარი – ვინ არის თქვენი მომხმარებელი? რა სეგმენტზეა ორიენტირებული?
ბაზრის პოტენციალი – როგორი შესაძლებლობებია ბაზარზე? არის ზრდის პერსპექტივა?
კონკურენტული უპირატესობები – რატომ უნდა აირჩიოს ინვესტორმა თქვენზე? რა გამოგარჩევთ სხვებისგან?
ფინანსური შეჯამება – ძირითადი რიცხვები: შემოსავალი, მოგება, ROI (ინვესტიციის დაბრუნების მაჩვენებელი).
ინვესტიციის საჭიროება – რამდენი კაპიტალია საჭირო და რა მიზნებისთვის?
გრძელვადიანი სტრატეგია – როგორია განვითარების მთავარი ნაბიჯები მომდევნო წლებისთვის?

3 comments on “როგორ დავწეროთ Executive Summary (შემაჯამებელი ანოტაცია) ბიზნეს გეგმაში?”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *