სათბურების ბიზნეს გეგმები, ჩამოტანა, მონტაჟი . 577 235 400
სათბურების ძირითადი ტიპები:
— დაბალი, ასაწევ სახურავიანი მინი სათბურები
— ინდივიდუალური სახურავი-სათბურები (ცალკეული მცენარეებისათვის)
— ერთსაფეხურიანი სათბურები
— გეიბლი
— თაღოვანი უთბობი სათბურები
— წვეთის ფორმის სათბურები
— მრავალკუთხა სათბურები
— დიდი სამრეწველო სათბურები
— სათბურების სხვადასხვა (სხვა) ტიპები
— ჰოლანდიური სათბურები
სათბური ყოველთვის მოგცემთ მოგებას
ნებისმიერი ზომისა და კონსტრუქციის სათბური ყოველთვის იძლევა მოგებას. თუ სათბური პატარაა, იგი საოჯახო ხარჯებში შეგეხიდებათ , უფრო მოზრდილით – უკვე ბიზნესი შეიძლება აკეთოთ.
საერთოდ, სათბური კარგი ბიზნესია, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ ამ სფეროს პრობლემები არა აქვს, კონკურენციაც საკმაოდ მაღალია.
შეიძლება თუ არა დონორული მხარდაჭერის მიღება სათბურის ასაშენებლად?
არსებობს მრავალი წყარო, რომელიც სათბურის აშენებაში დაგეხმარებათ : ცხადდება საგრანტო კონკურსები , თანადაფინანსების პროგრამები, არც თუ იშვიათად – ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნ ი. ცხადია საჭიროა ძებნა და დამტკიცება, რომ თქვენი ბიზნესი შედეგიანი იქნება.
რითი უნდა დავიწყოთ ? უნდა დაიყოთ ბიზნეს გეგმის მომზადებით
უნდა დაიწყოთ ბიზნეს გეგმის მომზადებით. გეგმის მოსამზადებლად შეგიძ₾იათ მოგვიწვიოთ ჩვენ 577 235 400
კარგი ბიზნეს გეგმა უპასუხებს ყველა ეკონომიკურ, მარკეტინგულ, ტექნოლოგიურ და საინჟინრო შეკითხვას. მათ შორის:
– რას უნდა აწარმოოთ , რომ მაქსიმალური მოგება მიიღოთ?
– როგორია ბაზარი? სად გაყიდით ? დისტრიბუციის არხები
– რა დაჯდება აშენება ?
– რითი გაათბობთ ? გაითვალისწინეთ სათბობის ხარჯი 50-60 %-ია და ა.შ.
სათბურის ბიზნეს გეგმის მოცულობა 30-40 გვერდი გამოდის ხოლმე.
სათბურის ტიპი და კონსტრუქცია , ბიზნეს-გეგმაში ზუსტად უნდა შეირჩეს
ერთ-ერთი პირველი ამოცანაა, სწორად შეარჩიოთ- რა უნდა მოიყვანოთ სათბურში , რა პერიოდში და ამის მიხედვით შეარჩიოთ სათბურის ტიპი და
კონსტრუქცია .
დღეს აღარ აგებენ უნივერსალურ სათბურებს. სათბური ყოველთვის კონკრეტულ პროდუქციისა და რეალიზაციის კონკრეტული გრაფიკისათვის იგება . ეს საშუალებას იძლევა დაიზოგოს საინვესტიციო თანხების 60 %-მდე და მიმდინარე ხარჯების 30-40 %.
რა ტიპის სათბურები არსებობს ? განსხვავება თბობად (парник) და უთბობ (теплица) სათბურებს შორის
❖ დღეს ძალიან ბევრი ტიპის სათბური არსებობს და ყოველდღიურად იქმნება ახლები .ქვემოთ მიმოხილულია ნაწილი მათგანი .აქ კი, ჩვენის აზრით ყველაზე მთავარზე შევჩერდებით :
❖ სათბურები იყოფა თბობად და უთბობ ტიპებად.
– თბობადს ვუწოდებთ სათბურს, რომლის ხელოვნური გათბობა ხდება(парник)
– უთბობს ვუწოდებთ სათბურებს, რომელთა ხელოვნური გათბობა არ ხდება (теплица) .
ეს ძალიან პრონციპული განსხვავებაა . თბობად სათბურებში , ხარჯის 50-60 % სათბობზე მიდის. შესაბამისას- პროდუქცია ბევრად ძვირდება.
სათბურების კლასიფიკაცია მიზნების მიხედვით
უპირველესად , ძალიან ზუსტად უნდა განსაზღვროთ ძირითადად რის მოყვანას აპირებთ. სათბურის კონსტრუქციაც, ამის მიხედვით უნდა შეირჩეს. ზედმეტი
ფართი, კონსტრუქციები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ღირებულებას დააწვება და ბაზრის კონკურენციას ვერ გაუძლებთ.
არჩევანი- ძირითადად რის მოყვანას გეგმავთ ბაზრის ფართე ანალიზის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. ის რომ , მეზობელი აწარმოებს ვთქვათ პომოდურს და ყუდის, არ ნიშნავს რომ თქვენც გაყიდით. კარგი ბიზნეს გეგმეა , როგორც წესი, პოულობს ნიშებს ბაზარზე, დსადაც ნაკლები კონკურენციაა და ბაზრის ნაწილის ათვისებაა შესაძლებელი.
ძირითადად მოყავთ :
– ბოსტნეული
– ყვავილები
– ჩითილები
სათბურების კლასიფიკაცია ოპერაციების ტიპების მიხედვით:
ოპერაციების ტიპების მიხედვით განასხვავებენ:
– ზამთრის სათბურებს
– ზაფხულის სათბურებს
– გარდამავალი პერიოდის სათბურებს
ზამთრისა და ზაფხულის სათბურებს შორის განსხვავება , ძირითადად არის:
– გათბობის სისტემებში
– ფირის ტიპსა და ხარისხში
– განათებაში
ზამთრის სათბურები:
პოლიკარბონატის ან მინისგან დამზადებული სათბურები გამოდგება მთელი წლის განმავლობაში. ამ ტიპის სათბურებს , დამატებით ჭირდებათ განათება (მოკლე დღის გამო)
ზაფხულის სათბურები :
საზაფხულო სათბურში, სივრცის გათბობა ხდება მზის ენერგიით. ნიადაგის გაცხელების გამო ღამისა და დღის ტემპერატურას შორის განსხვავება არც ისე კრიტიკულია, ამიტომ მცენარეები კომფორტულად გრძნობენ თავს. დამატებითი საჭირო .
გარდამავალი პერიოდების სათბურები :
გარდამავალი პერიოდის სათბურები ყველაზე მომგებიანი და ამავე დროს რთული სამართავია. ამ დროს საჭიროა მხოლოდ ოდნავ გაუსწროთ დროს , არაა საჭირო მაღალი სათბურები, განათებაც და გათბობაც მარტივია.
სათბურის ფირის სახეები
სასათბურე ფირი (პოლიეთილენი / ცელოფანი),
გამოდის 120, 150, 180, 210, 240 მკრ. სისქის. საქართველოს პირობებში 150-180 მკრ ცელოფნის ფირი
უფრო რენტაბელურია.ძირითადი ნაკლად ითვლება ექსპლოატაციის მოკლე პერიოდი (3-5 წელი).
ყოველ კონკრეტულ შემთხვაში დასათვლელია იქნებ უფრო იაფიანი და ხანმოკლე ფირი ჯობდეს. უპირატესობად ითვლება
– დაბალი ფასი,
– ულტრაიისფერი , მავნე სხივების არეკვლის უნარი,
– თიბოს შენარჩუნების უნარი
– სითბოს კარგი გაბნევის უნარი, რის გამოც აღარ ჭირდება დაჩრდილვა
პოლიკარბონატი.
მთავარი უარყოფითი მხარეა სიძვირე , თუმცა 15 წელს ძლებს.
უპირატესობებად ითვლება :
– შედარებით მაღალი მედეგობა ქარისა და თოვლის მიმართ
– სიმკკიცე ,
– სითბოს შენარჩუნების უნარი
– ექსპლოატაციის დიდი პერიოდი (15-20 წელი)
♦ ♦ ♦ ♦ ♦
წინამდებარე გვერდის საინფორმაციო მხარდამჭერა საიტებიდან და ბლოგებიდან
წინამდებარე გვერდის მხარდამჭერი ფეის–გვერდები (პეიჯები) ..
სათბურები
საწარმოო ხაზები , აპარატურა , ტექნიკა ჩინეთიდან
წინამდებარე გვერდის მხარდამჭერი ფეის–ჯგუფები
სათბურები, თესლები, პროდუქცია
აწარმოე ქართული – იდეა , გრანტი , პროდუქცია , ექსპორტი
ქართველები ჩინეთში. ჩინურის დისტანციური სწავლება
10 comments on “სათბურების ბიზნეს გეგმები , ჩამოტანა , მონტაჟი”