სასჯელის ცნება და მიზნები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

.

სასჯელი  არის  სახელმწიფოს  იძულების  განსაკუთრებული  ღონისძიება,  რომელიც  საქართველოს  სახელით  მხოლოდ  სასამართლოს  გამამტყუნებელი  განაჩენით  შეიძლება  შეეფარდოს  დანდაშაულის  ჩამდენ  პირს.

დანაშაულის  ყველა  კონკრეტულ  შემადგენლობას  აქვს  კანონმდებლის  მიერ  განსაზღვრული  კონკრეტული  სანქციის  ფარგლები.  სამოსამართლო  საქმიანობის  ერთ–ერთ  ძირითად  ფუნქვიას  ბრალის  ხარიხსის  შესაბამისი  სასჯელის  დანიშვნა  წარმოადგენს.  მოსამართლე  სასჯელის  დანიშვნისას  ითვალისწინებს  არამარტო  ჩადენილი  დანაშაულის  სიმძიმეს,  არამედ  დამნაშავის  პიროვნებასაც,  წარსულში  ჩადენილ  დანაშაულებსა  და  გამოძიებასთან  თანამშრომლობას.

სასჯელის  მიზნებია:  სამართლიანობის  აღდგენა,  ახალი  დანაშაულის  თავიდან  აცილება  და  დამნაშავის  რესოციალიზაცია.  აბსოლუტური  თეორიის  მიხედვით,  სასჯელის  მიზანია  სამართლიანობის  აღდგენა,  პრევენციული  თეორიის  მიხედვით  კი  –  ახალი  დანაშაულის  თავიდან  აცილება  და  დამნაშავვის  რესოციალიზაცია.  აქვე  უნდა  აღინიშნოს  პოზიტიური  გენერალური  პრევენცია  –  ნორმის  ადრესატების  მიერ  კანონისა  და  სამართლისადმი  პატივისემის  გრძნობის  გამომუშავება,  რაც  ხელს  უწყობს  დანაშაულის  თავიდან  აცილებას.  რაც  შეეხება  ნეგატიურ  გენერალურ  პრევენციას,  იგი  ორიენტირებულია  დამნაშავის  დაშინებისაკენ  და  უარყოფილ  იქნა.

სასჯელი  გახლავთ  სახელმწიფოს  რეაქცია  ჩადენილ  დანაშაულზე.  ის  სახემწიფო  იძულების  განსაკუთრებული  ღონისძიებაა.  განსაკუთრებულია  იმიტომ,  რომ  იგი  იძულებითი  ხასიათისაა.  იგი  მხოლოდ  ისეთი  ქმედებისათვის  შეიძლება  დაინიშნოს,  რომელიც  მიჩნეულია  სისხლის  სამართლის  კოდექსით  დანაშაულად.  სასჯელი  მხოლოდ  სასამართლოს  განაჩენით  შეიძლება  დაინიშნოს.  გამამტყუნებელი  განაჩენი  ნიშნავს  სახელმწიფოს  მიერ  დანაშაულისა  და  დამნაშავის  შეფასებას.  სასჯელი  არის  პირის  გაკიცხვა  მისი  ქმედებისათვის  და  იწვევს  განსაკუთრებულ  სამართლებრივ  შედეგს  –  ნასამართლეობას.  სასჯელს  მკაცრად  პერსონალური  ხასიათი  აქვს.    გულისხმობს  პირის  ზნეობრივ  გაკიცხვას,  ასევე  მისთვის  ერთგვარი  ტანჯვის  მიყენებასაც,  მისი  პირადი  თუ  ქონებრივი  უფლებების  შეზღუდვას.  ყოველი  სასჯელი  მეტნაკლებად  ასეთ  ტანჯვას  შეიცავს,  ხოლო  თუ  არა  –    მაშინ  სასჯელი  არც  ყოფილა.  სწორედ  ამიტომ  იქნა  უარყოფილი  საზოგადოებრივი  გაკიცხვა.  ტანჯვა  ხომ  სასჯელის  ელემენტია,  ხოლო  საზოგადოებრივ  გაკიცხვაში  ეს  ელემენტი  არ  არსებობდა.  შესაბამისად,  სასჯელი  არის  სახელმწიფო  იძულების  განსაკუთრებული  ღონისძიება,  რომელიც  ინიშნება  სასამართლოს  განაჩენით  და  შეეფარდება  დანაშაულის  ჩამდენ  პირს  და  გამოიხატება  ამ  პირისათვის  სისხლის  სამართლის  კოდექსით  გათვალისწინებული    უფლებებისა  და  თავისუფლებების  ჩამორთმევასა  და  შეზღუდვაში.

არსებობს  აბსოლუტური  და  რელატიური  თეორიები. 
აბსოლუტურითეორია  დაკავშირებულია  წარსულთან  და  სჯის  წარსულში  ჩადენილ  ქმედებისათვის,  ხოლო 
რელატიურიმომავალზეა  ორიენტირებული,  რომ  მომავალში  არ  იქნეს  ჩადენილი  ახალი  დანაშაულები.   
სასჯელისაბსოლუტურითეორიაარის  სახელმწიფოს  რეპრესიული  ხასიათის  რეაქცია  პირის  მიერ  ჩადენილ  დანაშაულზე.  იგი  ემსახურება  სამართლიანობის  აღდგენას,  შესაბამისად  ისჯება  ისეთი  პირიც,  ვინც  დანაშაული  პირველად  ჩაიდინა. 
სასჯელისსპეციალურიენციისთეორიის  მიხედვით,  სასჯელის  გამოყენება  დამნაშავის  გამოსწორებასა  და  ახალი  დანაშაულის  თავიდან  აცილებისკენაა  მიმართული.  გამოყოფენ  ამ  თეორიაში  ნეგატიური  და  პოზიტიურ 
ასპექტებს.   
ნეგატიურისპეციალურიპრევენციისთეორიისმიხედვით,  საზოგადოება  დაცული  უნდა  იყოს  გამოუსწორებელი  დამნაშავისაგან,  უნდა  მოხდეს  მისი  იზოლირება  რათა  ხალხი  დაცული  იყოს  მის  მიერ  ახალი  დანაშაულის  ჩადენისაგან. 
პოზიტიურისპეციალურიპრევენცია  კი,  მიზნად  ისახავს  დამნაშავის  საზოგადოებაში  დაბრუნებას  და  სწორედ  ამ  მიზანს  ემსახურება  მაგ.:  პირობითი  მსჯავრი. 
სასჯელისნეგატიურიგენერალურიპრევენციისთეორიის  მიხედვით  კი  დამნაშავე  არის  საყოველთაო  კეთილდღეობის  ინსტრუმენტი.  სასჯელის  მიზანი  მხოლოდ  ხალხის  დაშინებაა. 
სასჯელისპოზიტიურიგენერალურიპრევენციისთეორიასამართლის  ერთგულების  მიღწევასა  და  შენარჩუნებას  ისახავს  მიზნად.  იგი  უყურადღებოდ  ტოვებს  დამნაშავის  პიროვნებას.  აუცილებელია  აღნიშნული  თეორიების  ურთიერთშერწმა  და  სინთეზი.  მთავარია  რომ  დამნაშავე  არ  იყოს  ინსტრუმენტი  სახელმწიფოს  ხელში,  არამედ  უნდა  დაისაჯოს  თავისი  ქმედებისათვის,  ბრალის  ხარისხისა  და  დამნაშავის  პიროვნების  გათვალისწინებით.