შშმ პირების რეალიზება, დღესდღეობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია

შშმ პირების რეალიზება, დღესდღეობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების დასაქმება  და ზოგადად, შშმ პირების რეალიზება, დღესდღეობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. შშმ პირებს გააჩნიათ უნარი შეძლონ სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. მათი დასაქმების მხრივ, ინიციატივას გამოხატს ზოგიერთი ქვეყანა. მაგალითად გერმანია და ისრაელი. გერმანიის სულ მცირე ორი კომპანია შშმ პირებისთვის უზრუნველყოფს დასაქმებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.  შშმ პირებს მუშაობის უფრო ფართო არეალს სთავაზობს ისრაელი, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს საშუალება ეძლევათ, დაკავდნენ ცხოველების, დეკორატიული მცენარეებისა და ზოგადად, მცენარეების მოვლითა და ამანათების შეფუთვით.