აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს რიგი პრობლემების გადაჭრის განსაკუთრებული უნარი აქვთ

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს რიგი პრობლემების გადაჭრის განსაკუთრებული უნარი აქვთ

როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ,  შშმ პირები, კერძოდ, აუტისტიური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები გამოირჩევიან პრობლემის გადაწყვეტაზე მაქსიმალური ორიენტირების უნარით, გარდა ამისა, მათი ლოგიკური აზროვნება, საკმაოდ კარგად განვითარებულია და გამოირჩევიან არასტანდარტული აზროვნების უნარით, რაც კიდევ უფრო ზრდის შანსებს და ამტკიცებს ფაქტს, რომ მათ გააჩნიათ საკმარისი რესურსი სრულყოფილად მუშაობისთვის.  ბევრისთვის უცნობია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს გამოარჩევთ განსაკუთრებული მათემატიკური აზროვნება და ფოტოგრაფიული მეხსიერება. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა გარკვეულ სფეროებში, რომლებშიც შშმ პირების დასაქმებაა შესაძლებელი. შშმ პირების დასაქმების საკითხში მსოფლიო უფრო და უფრო ინტენსიურად ერთვება.