5 ძირითადი წესი სალათებში პროდუქტების სწორი კომბინაციისთვის
სწორი კვების პრინციპების მიხედვით, სალათა – არის დაბალკალორიული და დაბალანსებული კერძი, რომელიც ანაყრებს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ვინაიდან სალათა არის მრავალკომპონენტიანი კერძი, მის კომპონენტებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
ყველა პროდუქტი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
სახამებელი – კარტოფილი, გოგრა, ავოკადო, სიმინდი, მაკარონის მყარი სორტები, წიწიბურა და სხვა
ცხოველური წარმოშობის ცხიმები – თევზი, უცხიმო ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები
ახალი ბოსტნეული – კომბოსტო, კიტრი, პომიდორი და სხვა
თერმულად დამუშავებული ბოსტნეული – ჩაშუშული, მოხარშული ან შემწვარი ბოსტნეული
თხილეული და ჩირი – ნუში, კედრის კაკალი, ქიშმიში, შავი ქლიავი და სხვა
ხილი და კენკრა – კივი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, მოცვი და სხვა.
პროდუქტების სწორი კომბინაცია:
- ცილებთან არ შეიძლება სახამებლიანი ბოსტნეული
- თხილი და ჩირი უხდება მხოლოდ ახალ ბოსტნეულს
- სახამებელი არ უხდება ხილს
- არ შეიძლება სალათში ორი ან მეტი სახამებლიანი ბოსტნეული
- ტკბილი და მჟავე ხილი ერთ კომპოზიციაში ფარავს ერთმანეთის გემოს
- არ ღირს სალათში მხოლოდ ცილების შეხამება, ასევე არ შეიძლება ცილოვანი სალათებისთვის რძის ან ნაღების საფუძველზე მომზადებული სანელებლები
- დაუშვებელია კრეკერები ბურღულეულის შემცველ სალათებში.
როგორ მოვამზადოთ გემრიელი და სასარგებლო სალათი
- კარგი სალათა უნდა შედგებოდეს 3-5 პროდუქტისგან. ხუთზე მეტი ინგრედიენტის კომბინაცია არ არის სასურველი, სალათა შეიძენს უსიამოვნო გემოს და რთულად გადამუშავდება;
- სალათში ერთ-ერთი პროდუქტი უნდა იყოს „წამყვანი“ – ის მისცემს ტონს მთლიან კერძს (მაგალითად: შებოლილი ქათმის გულმკერდი, ზღვის პროდუქტები, ბულგარული წიწაკა);
- სალათში დაამატეთ სხვა პროდუქტებიც, რომლებიც კი არ გადაფარავენ ძირითადი პროდუქტის გემოს, არამედ შეავსებენ და გააძლიერებენ მას. მაგ: ზღვის პროდუქტების გემოს გამოკვეთს სიმინდი, მოხარშული სტაფილო; ხორცის გემოს – მწვანილი და სოკოები, ბოსტნეული;
- პროდუქტები, რომელთაც აქვთ არც თუ ისე ძლიერი გემო (მაგ: ბრინჯი, მოხარშული თევზი) არ გადაფარავენ ძირითადი ინგრედიენტის გემოს;
- სანელებლების სახით შეიძლება და საჭიროა არა მხოლოდ მაიონეზის გამოყენება, არამედ არაჟანი, ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, ძმარი. ეს გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
https://smak.ua/foods/sochetanie/79724-5-osnovnyh-pravil-sochetanija-produktov-v-salatah