აბორტი

აბორტი – ორსულობის შეწყვეტა პირველი 28 კვირის განმავლობაში. განასხვავებენ ადრეულ აბორტს – ორსულობის 12 კვირამდე, და გვიან აბორტს – 13 – დან 28 კვირამდე, ასევე ხელოვნურსა და თავისთავადს ანუ სპონტანურს. თუკი თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტი მეორდება 2 – ჯერ და მეტად, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე. ნაყოფს, რომელიც იბადება 28 კვირამდე აქვს სიგრძე 35 სმ – ზე ნაკლები, ხოლო სხეულის მასა 1000 გ – მდეა და უმრავლეს შემთხვევაში სიცოცხლისუუნაროა. თუმცა თანამედროვე რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის გამოყენებით ასეთი ნაყოფი ხშირად გადარჩება. ასეთ შემთხვევებში ორსულობის შეწყვეტას განიხილავენ როგორც ნაადრევ მშობიარობას.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

 

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)