იპოთეკა

იპოთეკა E. mortgage

Gk. Hypotheke გირაო, წინდი

1. უძრავი ნივთის (მიწის, შენობის) უფლებებით დატვირთვა, დაგირავება. კრედიტორს ეძლევა უფლება პირველ რიგში მიიღოს ამ ნივთიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა მსგავს პირებთან შედარებით. იგი წარმოადგენს კრედიტებზე გაცემული გარანტიის ერთ-ერთ სახეს. იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, რომელშიც უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა. ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზედაც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა ან ვიდრე არ გასხვისებულა (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 286.1 289.2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. იპოთეკა – უძრავი ნივთის (ბინის, მიწის ნაკვეთის) გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორი მოახდენს ამ ნივთის რეალიზაცია, ან მოიპოვოს მასზე საკუთრების უფლებას მასზე (შეად. გირავნობა).

წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf