- შვილების წარმოშობის დადგენა
- ქორწინება
- ქორწინების შეწყვეტა და მისი ბათილად ცნობა
- მშობლების საალიმენტო მოვალეობები
- მშობლის უფლების ჩამორთმევა
- საქორწინო ხელშეკრულება
საოჯახო სამართალი E. family law
სამართლის ნორმების ერთობლიობა, რომელიც ადგენს ქორწინებისა და განქორწინების წესს, განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს, შვილების წარმოშობის დადგენის, შვილად აყვანის, მშობლებისა და შვილების ურთიერთრჩენის მოვალეობებს, მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხებს და ოჯახთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს. საოჯახო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ნაწილს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…