საფინანსო კონსულტანტთან შესაძლო ხელშეკრულების ესკიზი

ფინანსური კონსულტანტის სამუშაოს აღწერილობა

ვამტკიცებ
(ორგანიზაციის სახელწოდება)      
       
სამუშაოს აღწერილობა _____________________________________________
(დირექტორი, სხვა თანამდებობის პირი)
   
00.00.200_წ № 00 ________________   ___________________
  (ხელმოწერა)   (ხელმოწერის

გაშიფვრა)

ფინანსურ კონსულტანტს 00.00.200_წ.

I ზოგადი დებულებები

  1. ფინანსური კონსულტანტი წარმოადგენს ცალკე  სპეციალისტთა ჯგუფს
  2. ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე ინიშნება პირი, უმაღლესი ეკონომიური განათლებით და ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟით. >>>>
  3. ფინანსურმა კონსულტანტმა უნდა იცოდეს:
    • 3.1. ფინანსური კანონმდებლობა.
    • 3.2  ფინანსური ბაზრის სტრუქტურა და განვითარების ტენდენციები
    • 3.3. ფინანსური გეგმის შედგენა, პროგნოზული ბალანსი
    • 3.4. ფინანსური ინსტრუმენტების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ნაკადების მართვას
    • 3.5. ფინანსების  მართვის ეკონომიკური დიაგნოსტიკის მეთოდები
    • 3.6. ფინანსური აქტივების, შემოსავლებისა და რისკის შეფასების მეთოდები
    •  3.7.საკუთარი საბრუნავი კაპიტალის მართვისა და ფორმირების საფუძვლები
    •  3.8. მოკლე და გრძელვადიანი კრედიტირების მოწესრიგება, ინვესტიციებისა და სესხების  მოზიდვა, საკუთარი სახსრების გამოყენება
    •  3.9. ფასიანი ქაღალდების გამოცემისა და  შეძენის წესები
    • 3.10. ფინანსური რესურსების ოპტიმალური განაწილება, ეფექტური ინვესტიციების განსაზღვრა.
    • 3.11. რისკფაქტორები
    • 3.12  ფინანსური კონტროლის პრინციპები
    • 3.13. დაბეგვრის პრინციპები და მეთოდები.
    • 3.14. ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სტანდარტები
    • 3.15. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.
    • 3.16. კომპიუტერული ტექნიკისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა
  4. ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნა და ასევე განთავისუფლება ხორციელდება კომპანიის ხელმძღვანელი პირის ბრძანების საფუძველზე.
  5. ფინანსური კონსუ;ტანტი ექვემდებარება უშუალოდ ფინანსურ დირექტორს.

II თანამდებობრივი მოვალეობები

ფინანსური კონსულტანტის მოვალეობებია:

  1. კომპანიისათვის  ფინანსურ საკითხებში დახმარების გაწევა ( ფინანსური რესურსების მართვა, ფინანსური პოლიტიკის ფორმირების კონცეფცია)
  2. ფინანსური ბაზრის შესწავლა, კომპანიისათვის საჭირო პოზიციების განსაზღვრა
  3. ფინანსური ურთიერთობის სქემების შემუშავება, რომელიც ეხება ერთის მხრივ კომპანიას, მეორეს მხრივ   ბიუჯეტს, არასაბიუჯეტო ფონდებს, ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და კონტრაგენტებს.
  4. კონსულტაციის გაწევა კომპანიის საკუთარი კაპიტალის მართვის თაობაზე (კაპიტალის ფორმირება, წყაროების გაფართოება, საკუთარი კაპიტალის ზრდის მაჩვენებლების გამოთვლა და ა.შ)
  5. სასესხო კაპიტალის მიზიდვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შემუშავება (სასესხო სახსრების სახეები, მიზიდვის ხერხები, კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასება, სესხების მიზიდვის ეფექტურობის გაანგარიშება და ა.შ)
  6. კონსულტაციის გაწევა  ფულადი ბრუნვის მართვის თაობაზე (ფულადი ნაკადების, ბალანსის, შემოსავლისა და საბრუნავი  კაპიტალის სქემის შემუშავება, ახორციელებს ფულადი ბრუნვის მართვის მაჩვენებლების ანალიზს, ფულადი სახსრების  ოპტიმალური დონის გამოთვლებს და ა.შ)
  7. კომპანიის საინვესტიციო პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება (საინვესტიციო გეგმისა და პროექტების მომზადება, საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზი)
  8. კაპიტალის ღირებულების განსაზღვრა, კაპიტალის სტრუქტურის ანალიზი ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყევტილებების მიღებისას, კაპიტალის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავება
  9. საფონდო ბაზრის  მდგომარეობის ანალიზი, საფონდო ბაზარზე ოპერაციებში კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები,  კომპანიისადმი  სხვადასხვა ოპერაციებში დახმარებას გაწევა (გაყიდვები, წარმოება , ფასიანი ქაღალდების შეძენა, რისკებისა და შემოსავლების გათვლა; კომპანიის ფასიანი ქაღალდების პორტფელის მართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება)
  10. კომპანიის დივიდენდური კონცეფციის შემუშავება (დივიდენდების გადახდის ფორმის განსაზღვრა და ა.შ)
  11. მიღებული სტანდარტების თანახმად კომპანიის ქონების შეფასების ორგანიზება, ძირითადი სახსრების გადაფასება, შეფასების შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება)
  12. სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება, ამ სახის ქონების ღირებულების განსაზღვრა, პრივატიზაციის პროცესში  ხარჯებისა და ეკონომიკური სარგებლის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება.
  13. ეკონომიკური დიაგნოსტიკის განხორციელება, კომპანიის შესაძლო განვითარების ან ბანკროტის პროგნოზირება, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  14. კრედიტორებთან, ინვესტორებთან, აქციონერებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ფინანსურ საკითხებთან დკავშირებით
  15. კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ანალიტიკური ცნობებისა  და მიმოხილვების შედგენა ფინანსური მდგომარეობებისა და რეფორმების შესახებ
  16. ასევე ფინანსური კონსულტანტი პასუხისმგებელია ანალიტიკურ კვლევებზე, ცნობარებისა და სხვა დოკუმენტაციის საიმედოობაზე

III უფლებები 

ფინანსური კონსულტანტის უფლებები: 

  1. საკრედიტო დაწესებულებებთან, სადაზღვვო და საინვესტიციო კომპანიებთან, საგადასახადო სამსახურთან ფინანსური კუთხით ურთიერთობისას კომპანიის ინტერესების წარდგენა
  2. თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციისაა და დოკუმენტაციის მოთხოვნა კომპანიის სტრუქტურული ქვეგანყოფილებებისაგან
  3. ფინანსურ-ეკონომიკური საკითხებთან დაკავშირებით ყველა სტრუქტურული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა
  4. ფინანსური კონსულტანტის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის გაცნობა
  5. თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების გაუმჯობესებასთან  დაკავშირებული წინადადებების წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან
  6. კომპანიის ხელმძღვანელობისაგან თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობებითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა 

III პასუხისმგებლობა

ფინანსური კონსულტანტი პასუხისმგებელია:

  1. მოქმედი შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულება ან შეუსრულებლობაზე
  2. თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა  და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი სამართალდარღვევებზე
  3. კომპანიისათვის მატერიალური ზიანის მიყენებაზე – მოქმედი შრომითი კანონმდებლობის საზღვრებში
_____________ ____________________
(სამუშაოს აღწერილობის შემდგენელი) (ხელმოწერა) (ხელმოწერის გაშიფვრა)
00.00.200_წ.
(სამუშაოს აღწერილობის ვიზირების განმახორციელებელი პირი)
______________ ____________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერის გაშიფვრა)
00.00.200_წ.
ინსტრუქციას გაეცნო: _____________ ____________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერის გაშიფვრა)
00.00.200_წ.