ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
გარიგება მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენაა, რომელიც იწვევს იურიდიულ შედეგებს. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას, ან შეწყვეტას. მაგალითად, ვინმეს დაპატიჟება კინოში, ფეხბურთის სანახავად, ანდა წვეულებაზე, ნების გამოვლენაა, მაგრამ ისინი არ უკავშირდებიან სამართლებრივ შედეგებს და არც სამართლებრივი სანქციით არიან უზრუნველყოფილნი. გარიგება ყოველთვის სამართლებრივი სანქციასთანაა დაკავშირებული. ვთქვათ, გამყიდველმა არ გადასცა ხელშეკრულებით შეპირებული ნივთი მყიდვველს, ამ დროს ამოქმედდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რითაც მყიდველს შესაძლებლობა ეძლევა დაიცვას დარღვეული უფლებები. ამდენად, მას შეუძლია დაეყრდნოს სახელმწიფოებრივ იძულებასაც.
ნების გამოვლენა მიმართულია ნორმალური სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ზიანის მიყენებაც ნების გამოვლენაა, მაგრამ სწორედ აღნიშნულის გამო იგი დელიქტია და არა გარიგება. თუმცა, ამდაგვარ ნების გამოვლენას შეიძლება შედეგად მოჰყვეს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები, სამოქალაქო–სამართლებრივიც და სისხლის სამართლებრივიც.
ნების გამოვლენა ფართო მნიშვნელობით მოაზრება სამოქალაქო კოდექსში. იგი ყოველთვის არ გულისხმობს პირდაპირ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ მიზანმიმართულებას. მაგალითად, უფლებამოსილების მიცემა, გაუქმება, თანხმობა გარიგებებში ეს მოქმედებანი აუცილებლად უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენად, ე.ი გარიგებად, რადგანაც მათ მიმართ გამოიყენება ქმედუნარიანობის, წარმომადგენლობის, საცილოობის და სხვა დებულებანი, რაც გამოიყენება დანარჩენი გარიგებების მიმართ.
50–ე მუხლის თანახმად, გარიგება ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხირივი ნების გამოვლენაა. ასე მაგალითად, ანდერძი, ჯილდოს საჯაროდ შეპირება ცალმხრივი გარიგებაა და მარტოოდენ ერთი პირის ნების გამოვლენაც საკმარისია სამართლებრივი ეფექტის გამოსაწვევად. უფრო ხშირია შემთხვევვები, როდესაც სამართლებრივი შედეგის მისაღწევად საჭიროა ორი ან რამდენიმე პირის ნების გამოვლენა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია ხელშეკრულება ან გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრებაზე. ამ შემთხვევაში, ყოველი ნების გამოვლენა მიიჩნევა დამოუკიდებელ გარიგებად, ხოლო თვით ხელშეკრულება ანდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, შეთანხმებული საერთო ნების რეზულტატია.
ნების გამოვლენა რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა, ანუ გამგზავნით ნებით, დოკუმენტი რომელშიც გამოხატულია ნება აღმოჩნდება ადრესატის ხელში. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად თუ მეორე მხარე წიასწარ ან მაშინვე არ განაცხადებს უარს. მების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ქმედუნარიანობის დაკარგვამ, თუკი ეს მოვლენები დადგა ნების გამოვლენის შემდეგ.
გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს არიგების შინაარსი. მხედველობაშია ნების გამოვლენის ფორმა. რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება უნდა გამოვლინდეს ცხადად, მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი.
გარიგებისბათილობა
ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. გარიგება ასევე ბათილად შეიძლება ჩაითვალოს, თ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღრაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ–ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გაუცდელობით (გულუბრყვილობით). ბათლად ჩაითვლება გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხაის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ბათილად ჩაითვლება გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. თუ ოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლების სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ. ბათილია აგრეთვე მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეძლება ჩაითვალოს ნების გამოვნელა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.
თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუ კი გარიგების ბათილობაზე შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა. უცილოდ ბათილი გარიგება (არარა) ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, აშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონდე პირი, მაშინ მამით კარგავს შეცილების უფლებას. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს. გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.