ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ვაგრძელებ  კაზუსების  თემას  და  ამჯერად  შემოგთავაზებთ  კაზუსს  ვალდებულებითი  სამართლიდან,  თავისი  ამოხსნით.

კაზუსი:

რესტორანი  “სამწვადე“  უგემრიელესი  საფირმო  კერძების  დამზადებით  არის  სახელგანთქმული.  რესტორანი  კლიენტებს  განსაკუთრებული  ღვინოების  დიდ  არჩევანს  სთავაზობს,  რომელსაც  იგი  კახეთში,  ღვინის  მწარმოებელი  კომპანია  “ვაზის  ნაჟურისაგან“  ყიდულობს.  პარტნიორების  თანამშრომლობა  წლებს  ითვლის.  ორ  თვეში  ერთხელ  კომპანია  იღებს  შეკვეთებს  რესტორნისაგან  შესაბამისი  რაოდენობისა  და  სახეობის  ღვინის  მიწოდებაზე.  1  თებერვალს  რესტორნის  მენეჯერი  შეკვეთის  მორიგ  დაზღვეულ  წერილს  უგზავნის  კომპანიას,  სადაც  სთხოვს  10  ყუთი  მანავის  მიწოდებას,  ტრადიციულად,  თვის  10  რიცხვისათვის.  3  თებერვალს  ფოსტისგან  იღებს  პასუხს,  რომ  კომპანიას  წერილი  ჩაბარდა.  11-ში  რესტორანში  გრანდიოზული  ბანკეტია  დაგეგმილი.  10-ში  საღამოს  5სთ-ზე  სამზადისში  მყოფი  რესტორნის  მენეჯერი  აღმოაჩენს,  რომ  ღვინის  პარტია  არ  ჩამოსულა.  იგი  შეშფოთებული  ურეკავს  კომპანიას,  სადაც  პასუხობენ,  რომ  ხელმძღვანელობა  გამოიცვალა  და  მათ  აღარ  სურთ  ურთიერთობის  გაგრძელება  რესტორანთან,  რადგანაც  კონკურენტ  რესტორანთან  გააფორმეს  შეთანხმება  და  რომ  ღვინოებს  არ  ელოდონ,  რადგანაც  კომპანიას  რესტორნის  შეკვეთაზე  თანხმობა  არ  განუცხადებია,  შესაბამისად,  შეთანხმებაც  არ  ყოფილა.  სასოწარკვეთილი  მენეჯერი  მთელი  ღამის  განმავლობაში  ეძებს  სასმელს.  საბოლოოდ,  მეორე  დილით  იგი  მოიტანს  სასმელს,  რომელიც  რესტორანს  1000  ლარით  ძვირი  უჯდება.  ბანკეტზე  მოსული  სტუმრები  სიამოვნებით  მიირთმევენ  „ღვინოს“,  მაგრამ  მათი  სიამოვნება  დიდხანს  არ  გასტანს,  რადგანაც  მალე  აღმოჩნდება,  რომ  სასმელმა  მათი  დიდი  ნაწილის  მოწამვლა  გამოიწვია.  სასამართლო  პროცესების  თავიდან  აცილების  მიზნით  რესტორანი  იძულებული  ხდება,  გადაუხადოს  მათ  მკურნალობის  ხარჯები  –  2  000  ლარი,  აგრეთვე,  იმიჯის  შენარჩუნების  მიზნით,  არ  ითხოვს  ბანკეტის  საფასურის  ნაწილის,  5000  ლარის  ანაზღაურებას,  რომელიც  მეორე  დღეს  უნდა  დაეფარათ  მოქეიფეებს.
რესტორანი  ითხოვს  მიყენებული  ზიანის  ანაზღაურებას  კომპანიისაგან.  აქვს  რესტორანს  მოთხოვნა  ღვინის  კომპანიის  მიმართ?

ამოხსნისსქემა:

1.  რესტორანს  შეიძლება  ჰქონდეს  ღვინის  კომპანიისაგან  ზიანის  ანაზღაურების  მოთხოვნის  უფლება  სსკ  407.I  მუხლის  თანახმად.

2.  მეორადი  მოთხოვნის  წარმოშობისათვის  უნდა  გვქონდეს  სსკ  407-ე  მუხლით  გათვალისწინებული  წინაპირობები:  ხელშეკრულებიდან  გასვლის  მოთხოვნის  არსებობა,  ზიანი,  მიზეზობრივი  კავშირი  ვალდებულების  დარღვევასა  და  დამდგარ  შედეგს  შორის,  აგრეთვე  407-ე  მუხლის  მეორე  ნაწილით  გათვალისწინებული  ბრალი.

3.  პირველ  რიგში  ვამოწმებთ,  გვაქვს  თუ  არა  ხელშეკრულებიდან  გასვლის  წინაპირობები.  სსკ  405-ე  მუხლის  თანახმად,  ესენია:  ვალდებულების  წარმოშობა/არსებობა,  დარღვევა  და  დამატებითი  ვადის  უშედეგოდ  გასვლა  ან  ისეთი  გარემოებები,  რომლებიც  გამორიცხავენ  დამატებითი  ვადის  დაწესებას  (სსკ  405.II).

ა)  ვალდებულების  წარმოშობის  საფუძველია  მხარეებს  შორის  დადებული  ნამდვილი  ხელშეკრულება.  შესაბამისად,  ვამოწმებთ,  დაიდო  თუ  არა  მხარეებს  შორის  ნამდვილი  ნასყიდობის  ხელშეკრულება,  სსკ  447-ის  შინაარსით,  იყო  თუ  არა  შეთანხმება  არსებით  პირობებზე,  სსკ  327-ე  მუხლის  თანახმად.

რესტორნის  მენეჯერის  მიერ  შეკვეთის  წერილის  გაგზავნა  კომპანიისათვის  არის  ოფერტი  სსკ  329-ე  მუხლის  თანახმად,  რადგანაც  მასში  გამოხატულია  ბოჭვის  ნება  და  იგი  მიმართულია  კონკრეტული  პირისადმი.  330.II  მუხლის  თანახმად,  ეს  არის  არათანმყოფი  პირისათვის  გაკეთებული  ოფერტი,  რომელიც,  კაზუსიდან  გამომდინარე,  მიუვიდა  კომპანიას  3  დღეში.  მისვლის  ინსტიტუტი  (გაშლა),  სსკ  51-ე  მუხლი.  ოფერტი  გაკეთებულია  წარმომადგენლის  მეშვეობით.

გასარკვევი  გვაქვს,  ჩათვლება  თუ  არა  კომპანიის  დუმილი  აქცეპტად.  ამისთვის  უნდა  შევამოწმოთ  სსკ  335-ე  მუხლის  წინაპირობები.  კომპანია  მეწარმეა,  მიიღო  შეკვეთა  პირისაგან,  რომელთანაც  საქმიან  ურთიერთობაში  იყო,  გონივრულ  ვადაში  არ  უპასუხა.  შესაბამისად,  მისი  დუმილი  ჩაითვლება  აქცეპტად.

ე.  ი.  მხარეები  შეთანხმდნენ  ყველა  არსებით  პირობაზე,  სსკ  327-ე  მუხლის  შესაბამისად.  ამ  შემთხვევაში  ფასი  იქნება  ის  ტრადიციული  ფასი,  რასაც,  წინა  ხელშეკრულებებიდან  გამომდინარე,  ადგენდა  კომპანია,  საგანი  განსაზღვრულია  ოფერტით,  განსაზღვრულია  აგრეთვე  შესრულების  ვადა.

ნამდვილობის  შემაფერხებელი  გარემოებები  კაზუსიდან  არ  იკვეთება.

ე.  ი.  მხარეებს  შორის  დაიდო  ნამდვილი  ნასყიდობის  ხელშეკრულება.

ვალდებულება  არსებობს,  რადგანაც  იგი  არც  შესრულებით  და  არც  კანონით  გათვალისწინებული  სხვა  გარემოების  გამო  არ  შეწყვეტილა.

ბ)  ვალდებულების  დარღვევა  მოხდა,  კერძოდ,  დათქმულ  დროს,  10  თებერვალს  არ  მოხდა  ღვინის  შეკვეთილი  პარტიის  მიტანა  რესტორანში.  ვადის  გადაცილება  –  სსკ  მუხლი  400.ა.

გ)  ზოგადად,  გასვლის  მეორადი  მოთხოვნაზე  პრიორიტეტულია  დამატებითი  შესრულების  მეორადი  მოთხოვნა.  ამას  ადგენს  სსკ  405-ე  მუხლის  პირველი  ნაწილი.  მაგრამ  მეორე  ნაწილში  მოცემული  გვაქვს  ის  შემთხვევები,  როდესაც  გასვლისათვის  დამადებითი  ვადის  დაწესება  საჭირო  არ  არის.  ერთ-ერთი  შემთხვევაა  „ბ“  ქვეპუნქტით  დადგენილი  გარემოება,  რომელიც  მოცემული  კაზუსის  მიხედვით,  ჩვენთვის  გამოსაყენებელია.  ხელშეკრულების  შესრულება  კონკრეტულ  ვადასთან  იყო  დაკავშირებული.  რესტორანს  ღვინის  პარტია  მეორე  დღისთვის,  ბანკეტისათვის  ესაჭიროებოდა.  დამატებით  ვადაში  ღვინის  მიღება  მისთვის  აზრს  მოკლებულია.

შუალედურიდასკვნა:  407-მუხლითდადგენილიპირველიწინაპირობაგვაქვსგასვლისმეორადიმოთხოვნაარსებობს.  გასვლა  ხდება  მეორე  მხარისათვის  შეტყობინებით  –  სსკ  355.  ცალმხრივი  მიღებასავალდებულო  ნების  გამოვლენა,  ნამდვილია  მისვლის  მომენტიდან.

4.  კაზუსიდან  ჩანს,  რომ  ზიანი  გვაქვს.  კერძოდ:  ის  1000  ლარი,  რომელიც  ზედმეტად  გადაიხადა  რესტორანმა  იგივე  რაოდენობისა  და  სახეობის  ღვინის  საყიდლად;  2000,  რომელიც  რესტორანმა  აუნაზღაურა  კლიენტებს  ჯანმრთელობისათვის  მიყენებული  ზიანის  ასანაზღაურებლად  და  მიუღებელი  შემოსავალი  –  5000  ლარი,  რომელიც  აღარ  აიღო  (გამოვიყენებთ  სსკ  411-ე  მუხლს).

5.  მიზეზობრივი  კავშირი  –  კომპანიას  თავისი  ვალდებულება  რომ  პირნათლად  შეესრულებინა,  არც  ზედმეტი  ფულის  გადახდა  მოუწევდა  რესტორანს  და  არც  ნაჩქარევად  ნაყიდი  და  გადაუმოწმებელი  ღვინით  მოიწამლებოდნენ  ბანკეტის  მონაწილეები.

6.  ბრალის  საკითხს  ეხება  სსკ  395-ე  მუხლი,  რომელიც  ადგენს,  რომ  მოვალე  პასუხს  აგებს  როგორც  განზრახი,  ასევე  გაუფრთხილებელი  მოქმედებისათვის.  განზრახვაზე  არ  ვმსჯელობთ,  უნდა  ვიმსჯელოთ,  იყო  თუ  არა  კომპანიის  ქმედებაში  გაუფრთხილებლობა.  ის,  რომ  მათ  ჩათვალეს,  რომ  რადგანაც  პასუხი  არ  გასცეს  რესტორანს,  ე.  ი.  ხელშეკრულება  არ  დადებულა,  არის  მინიმუმ  დაუდევრობა,  რადგანაც  კომპანიამ  უნდა  იცოდეს,  რომ  საქმიან  ურთიერთობებში  ხელშეკრულებების  დადების  წესი  განსხვავებულია.  შესაბამისად,  უშუალოდ  მათი  უმოქმედობის  გამო  დამდგარი  ზიანი  –  1000  ლარი,  ზედმეტი  თანხა,  რომელიც  რესტორანმა  გადაიხადა  სხვა  ღვინოში,  უნდა  ანაზღაურდეს.

სხვა  ზიანთან  დაკავშირებით  სამსჯელოა  სსკ  414-ე  და  415-ე  მუხლების  გამოყენებით.  ანუ  რამდენად  მიუძღვის  ბრალი  „ვაზის  ნაჟურს“  იმაში,  რომ  ხალხი  მოიწამლა.  შეიძლება  დადგინდეს,  რომ  ან  რესტორანს  მიუძღვოდა  ბრალი,  ან  ღვინის  გამყიდველს,  მაგრამ  კომპანიის  ბრალი  აქ  ნაკლებად  იკვეთება.  იგი  ვერ  გაითვალისწინებდა  და  არც  უნდა  გაეთვალისწინებინა  ის,  რომ  ვალდებულების  შეუსრულებლობის  გამო  რესტორანი  სხვა  გამყიდველისგან  გაფუჭებულ  ღვინოს  იყიდიდა,  რის  გამოც  ხალხი  მოიწამლებოდა.  ამიტომ  ამ  ნაწილში  ბრალის  არსებობის  დამტკიცება  ძალიან  რთულია.

საბოლოოდასკვნარესტორანსაქვს  1000  ლარისზიანისანაზღაურებისმოთხოვნაკომპანიისაგანსსკ  407-მუხლისსაფუძველზე