სასამართლო სისტემა

სასამართლო სისტემა E. judiciary

სახელმწიფოში მოქმედი სასამართლოს ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია ორგანიზაციისა და საქმიანობის ერთიან პრინციპებზე, ემსახურება ერთიან მიზნებსა და ამოცანებს, კანონით დადგენილი წესითა და ფორმით ახორციელებს სასამართლო ხელისუფლებას. საქართველოს სასამართლოებია საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოა, ხოლო საერთო სასამართლოები ახორციელებენ მართლმსაჯულებას. საომარ პირობებში შეიძლება შეიქმნას სამხედრო სასამართლოები მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა ყველა შემთხვევაში დაუშვებელია.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]