ანალიზი

ანალიზი

E. analysis

G. Analysis

Gk. analysis დაშლა, დანაწევრება

1. მეცნიერული კვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია რაიმე მთლიანის შემადგენელ ნაწილებად ფაქტობრივად ან წარმოსახვით დაშლაზე; 2. რაიმეს გარჩევა, განხილვა; 3. ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრა; 4. სისხლის (ან სხვ.) ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევის შედეგი, რომელიც გამოხატავს ორგანიზმის მდგომარეობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება. ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

● მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება შეპირისპირება, ნაწილებსშორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

●მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

●პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

●მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118] (1)

ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება.   Source: საქართველოს კანონი „სასოფლო–სამეურნეო კარანტინის შესახებ“, 1997 წლის 15 მაისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

ანალიზი – რისიმე შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით. დაშლა შეიძლება იყოს ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური … ხშირად ამ ტერმინს რთავენ ტერმინოლოგიურ გამოთქმებში, რომლებიც მიუთითებენ ანალიზის მიზანს ან მეთოდს. მაგალითად, ფარმაკოლოგიური ანალიზი ნიშნავს, ნივთიერების დაშლას მისი მთლიანად, ან მისი ცალკეული ელემენტების ფარმაკოლოგიური თვისებების შესასწავლად.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(3)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……