არამატერიალური მომსახურება

არამატერიალური მომსახურება

E. nonmaterial service

შრომის სპეციფიკური ეკონომიკური ფორმა, რომლის სასარგებლო ეფექტიც არამატერიალური მომსახურებით ვლინდება. იგი ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ა) პირადი მომსახურება, რომლის სახეებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ადამიანებზე. მას მიეკუთვნება: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ფიზიკური კულტურა და სპორტი, საყოფაცხოვრებო, მომსახურება; ბ) სოციალური მომსახურება, რომელიც უმწეოთათვის (სტიქიურ უბედურებებში დაზარალებულთა, ლტოლვილთა, იმიგრანტთა) საცხოვრებლის, ან სხვა სახის დახმარებებით ხორციელდება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……