არმია

არმია

E. army

Fr. armee

L. armare შეიარაღება

1. სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალთა (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) ერთობლიობა; ვიწრო გაგებით – სახმელეთო ჯარები; მოქმედი ა. – ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ნაწილი, რომელიც საომარ მოქმედებებს აწარმოებს;

2. სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის გამიზნული მსხვილი ოპერატიული შენაერთი, რომელიც ერთი ან რამდენიმე საჯარისო შენაერთისგან შედგება;

3. საერთო ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. მაგ., უმუშევართა ა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……