აქცეპტი

აქცეპტი

E. acceptance

L. acceptus, მიღებული

1. თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე; თუ შემოთავაზებული აქცეპტისთვის ვადა განსაზღვრულია, მაშინ იგი მხოლოდ ამ ვადაშია განხორციელებადი;

2. გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს;

3. ბანკის თანხმობა გადასაპირებელ თამასუქზე აღნიშნული თანხის გადახდის გარანტიის შესახებ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. აქცეპტი – თანხმობის გამოცხადება ხელშეკრულების დადების შეთავაზებაზე (ოფერტზე). აქცეპტის შემდეგ ხელშეკრულება დადებულად ითვლება.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. აქცეპტი – გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან თამასუქი მიიღო გადასახდელად დადგენილ ვადაში და თანახმაა გადაიხადოს.   Source: საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი;   გადამხდელის ხელმოწერა იმის თაობაზე, რომ მან ჩეკი მიიღო გასანაღდებლად დადგენილ ვადაში და თანახმაა გაანაღდოს.   Source: საქართველოს კანონი „ჩეკის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……