აქცია ჩვეულებრივი

აქცია ჩვეულებრივი

E. ordinary share, equities, common stock, equity share, ordinaries

1. აქცია, რომლის მფლობელსაც ენიჭება აქციონერის ყველა ქონებრივი უფლება. კერძოდ: მოგების სიდიდის მიხედვით დივიდენდის მიღების უფლება; აქციონერთა კრებაზე ხმის მიცემის გზით საზოგადოების მართვაში მონაწილეობის უფლება. საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ ქონების ნაწილის მიღების უფლება, რომლებიც რეალიზდება საწესდებო კაპიტალში წილის სიდიდის პროპორციულად;

2. სახელობითი აქცია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე. ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდების ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ. ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 52).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……