ახალი მსოფლიო წესრიგი

ახალი მსოფლიო წესრიგი

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსის) მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობათა ხედვის სისტემა, რომელიც ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ხელახლა აღმოცენებას ითვალისწინებდა. ახალი მსოფლიო წესრიგი ტერორის საფრთხისაგან თავისუფალ სამყაროს, სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ სწრაფვას, აგრეთვე, აღმოსავლეთ–დასავლეთისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის ჰარმონიულ თანაარსებობას ნიშნავდა. ეს ბუნდოვანი ფრაზები სინამდვილეში დიდ სახელმწიფოთა მეტ თანამშრომლობას, გაეროს გაზრდილ როლსა და საერთაშორისო სამართლის მეტ მნიშვნელობას გულისხმობდა. ბუშის ეს ინიციატივა მოქმედების კონკრეტულ გეგმას არ ისახავდა და მხოლოდ რიტორიკის დონეზე დარჩა. საერთაშორისო ურთიერობების თეორიაში ბუშის მიერ დეკლარირებულმა ა. მ. წ.–მა რეალისტ–ნეორეალისტებსა და ნეოლიბერალებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ახალი კამათი გამოიწვია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……