ბავშვთა უფლებათა კონვენცია

ბავშვთა უფლებათა კონვენცია

ბავშვთა უფლებათა კონვენცია არის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში და მოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღზარდოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.

ბავშვთა უფლებათა კონვენცია 1989 წელს ერთხმად მიიღო გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ის შედგება პრეამბულის, სამი ნაწილისა და 54 მუხლისაგან.

ბავშვთა უფლებათა კონვენცია საქართველოში 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……