ბაზარი

ბაზარი

E. market

Turk. bazar

bazar ბაზრობა, ბაზარი

ეკონომიკური სივრცე, სადაც ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და შუამავლებს შორის; მკაფიოდ განსაზღვრულ წესებზე დამყარებული საქონლით ან/და ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა ორგანიზებული ან არაფორმალური სახით;

2. ბაზარი არის სასოფლო-სამეურნეო (გარდა ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისა), სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება ამ მიზნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 273).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ბაზარი – ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების გასაღების ბაზარი.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……