ბაპტისტები

ბაპტისტები

E. baptist

Gk. Baptizo ვნათლავ, წყალში ვუშვებ

Gk. Baptizein მონათვლა პირჯვრის გადაწერა

მე-17 საუკუნეში დაარსებული პროტესტანტული სექტა, შეიქმნა ანგლიკანების მიერ დევნილი მორწმუნეების მიერ, რომლებსაც ჰოლანდიაში მოუხდათ გაქცევა, სადაც 1611 წელს გამოსცეს თავიანთი დოქტრინის ამსახველი დებულება. რწმენის ერთადერთ საწყისად მიაჩნიათ ბიბლია, უარყოფენ წმინდანებს, ხატებს, ჯვარცმას და ქრისტიანული საიდუმლოებების უმეტეს ნაწილს, აგრეთვე, ბავშვების მონათვლას. თვლიან, რომ მონათვლა შეიძლება მხოლოდ მოზრდილ ასაკში, რომელიც მხოლოდ ამის შემდეგ ირიცხება ეკლესიაში. სწამთ რწმენით ცხონების პრინციპი.

See also: კალვინიზმი, ლუთერანობა

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……