ბაჟი სახელმწიფო

ბაჟი სახელმწიფო

E. state duty

ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ბაჟი გადაიხდება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას, მოსახლეობის რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებზე განცხადებების განხილვისთვის და მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები (საქართველოს კანონი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, მუხლი 1.2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……