ბიზნესი – ბიზნესისათვის

ბიზნესი – ბიზნესისათვის – (ინტ.) business – to – business, B2B – ბაზრის სექტორი, რომელიც ორიენტირებულია კონტრაჰენტებთან და პარტნიორებთან მუშაობაზე, მომსახურების გაწევის, ან პრო დუქციის წარმოებისა და გაყიდვის პროცესებში. ამ სექტორს მიეკუთვნება: სავაჭრო კავშირები ფირმებს შორის, მიწოდებებისა და გაყიდვების ორგანიზაცია, გეგმებისა და კონტრაქტების შეთანხმება. В2В – სისტემებში გულისხმობენ: 1) Procurement Systems – კავშირის სისტემებს მომხმარებელთა და მწარმოებელთა, მყიდველთა და გამყიდველთა შორის. აქ, მყიდველებსა და გამყიდველებს ჩვეულებრივ, კომერციული სტრუქტურები წარმოადგენენ და როგორც წესი, არსებობენ ამა თუ იმ ზომით განვითარებული ბეკ – ოფისური სისტემები; 2) Supply Chain Management – მომარაგების სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს უწყვეტი ინფორმაცით მოწოდებების შესახებ და ახდენენ ძირითადი წარმოების თითოეული კონტრაჰენტის ლოგისტიკას. ჩვეულებრივ, საწარმოები საქმინობას В2В – სექტორში საკუთარი ვერტიკალური პორტალის შექმნით იწყებენ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……