ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი

E. the rule of paying of tax for use of natural resources

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი გადაიხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით, მცენარეული რესურსებით, მათი ცხოველქმედების პროდუქტებით, ნაწილებითა და დერივატებით, მათ შორის, სოჭის გირჩებით სარგებლობისათვის გადასახადები გადაიხდება არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა;

2. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების გადასახადი გადაიხდება შესაბამისი წლის 1-ელ დეკემბრამდე. ამ ვადაშივე გადასახადის გადამხდელები თავიანთი ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებს წარუდგენენ გადასახდის გაანგარიშებებს დადგენილი ფორმით;

3. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის გადასახადი გადაიხდება ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მიღებამდე, რის შესახებაც გადამხდელები წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემულ ცნობას ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

4. მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი მეწარმე სუბიექტმა უნდა გადაიხადოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღებიდან ყოველი მე-3 თვის ბოლოს, ამ პერიოდის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მიხედვით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 195).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……