ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000 კუბური მეტრი გაზისათვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში და ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……