ბუფერული სახელმწიფო

ბუფერული სახელმწიფო

პატარა ან სუსტი სახელმწიფო, რომელიც დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მოსაზღვრედ მდებარეობს და ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობებში ერთგვარი შემაკავებელი ზონის, ანუ „ბალიშის“ ფუნქციას ასრულებს. ბ. ს-ს ცნება ასოცირდება ძალთა წონასწორობის პოლიტიკასთან, ვინაიდან ამგვარი ქვეყნების არსებობა დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა განაწილებაზე და ძლიერი მეზობლების უსაფრთხოების მოთხოვნილებებზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

Polit.

E. buffer state

პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორეს საწინააღმდეგოდ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……