გადასახადის მიმდინარე გადასახდელები

გადასახადის მიმდინარე გადასახდელები

E. current payments of tax

ბიუჯეტში შესატანი მიმდინარე გადასახდელების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას). გადასახდელი თანხების ოდენობა განისაზღვრება: ა) 15 მაისამდე – 30 პროცენტი; ბ) 15 აგვისტომდე – 30 პროცენტი; გ) 15 ნოემბრამდე – 40 პროცენტი. წინა საგადასახადო წელს შემოსავლების არქონის შემთხვევაში მიმდინარე გადასახდელის გადახდა ხდება საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 89). გადასახდელის გადახდა ხდება საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 89.1,89.2). მიმდინარე გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის საფუძველზე ისეთ გადასახადებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქონების, მოგების და სხვ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……