გადაწყვეტილება და ჩარჩო გადაწყვეტილება

გადაწყვეტილება და ჩარჩო გადაწყვეტილება

E. Decision and Framework Decision

ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილებებმა და ჩარჩო გადაწყვეტილებებმა შეცვალეს ერთობლივი ქმედებები, რომელსაც მიმართავდნენ ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით გათვალისწინებულ სფეროებში (პოლიცია და სამართლებრივი თანამშრომლობა სისხლისსამართლებრივ საკითხებში). გადაწყვეტილებები და ჩარჩო გადაწყვეტილებები უფრო მეტად სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი ინსტრუმენტებია და მიზნად ისახავს ევროკავშირის მესამე საყრდენის ფარგლებში უფრო ეფექტური ღონისძიებების უზრუნველყოფას ჩარჩო გადაწყვეტილებების მიზანია წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის ერთმანეთთან დაახლოება. ინიციატივის უფლება აქვს კომისიას ან წევრ სახელმწიფოს, გადაწყვეტილება კი მიიღება საბჭოს მიერ ერთხმად. წევრი სახელმწიფოებისათვის ჩარჩო გადაწყვეტილებები სავალდებულოა შედეგის თვალსაზრისით, რაც შეეხება მის მისაღწევ საშუალებებსა და მეთოდებს, იგი თავად წევრ სახელმწიფოთა ხელისუფლებებმა უნდა აირჩიონ გადაწყვეტილებები მიიღება ნებისმიერი მიზნით, წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობების დაახლოების გარდა. ისინი სავალდებულო ხასიათისაა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელ ქმედებებს განსაზღვრავს საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……