გადმოღვრის ეფექტი

გადმოღვრის ეფექტი

ინტეგრაციის თეორიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინტეგრაციის პროცესი გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითგანვითარების მუხტს იძენს. გ.ე. ნეოფუნქციონალისტური სკოლის ერთ–ერთი მთავარი ცნებაა. გ.ე–ის წარმოშობის მთავარი მიზეზი დარგობრივი ინტეგრაციის პროცესში მონაწილე სახელმწიფოების მიერ საერთო ინტერესების მაქსიმალიზაციაა, რაც შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს და, ამრიგად, ინტეგრაციას აღრმავებს. გ.ე.–ის მნიშვნელობას არ იზიარებენ ის მკვლევარები, რომლებიც სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას.

See also: ნეოფუნქციონალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……