გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური

E. UN Office of High Commissioner for Refugees

გაეროს გენერალური ასამბლეის მისერ შექმნილი დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის შედეგად ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობის მიზნით. ამ პრობლემების მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სამსახურის მანდატი. სამსახურის მანდატი. სამსახურის წესდება 1950 წელს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. სამსახური მოქმედებს ამ წესდების, აგრეთვე ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციისა და მისი 1967 წლის ოქმის საფუძველზე. სამსახურის საქმიანობა, მისი წესდების თანახმად, ჰუმანიტარულია და იგი პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. სამსახურის მანდატი ვრცელდება არა მარტო ლტოლვილებზე, არამედ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზეც (იხ. ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები). სამსახურს მართავს აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრებს ირჩევს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო. კომიტეტი განსაზღვრავს სამსახურის პოლიტიკას, ადგენს მის ბიუჯეტს. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი. სამსახურის ძირითადი დამფინანსებლები არიან სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო პირები. სამსახურის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა აგრეთვე გაეროს ბიუჯეტი.

See also: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……