გაეროს 1985 წლის დეკლარაცია

გაეროს 1985 წლის დეკლარაცია

E. UN Declaration on Basic Principles of justice for Victims of Crime and Abuse of Pover

გაეროს 1985 წლის დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულთა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების შესახებ – 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია დანაშაულთა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ. დეკლარაციაში მოცემულია დანაშაულის მსხვერპლის განსაზღვრება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტერმინი ,,მსხვერპლი“ აღნიშნავს პირს, რომელსაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიაყენეს ზიანი, მათ შორის: სხეულის დაზიანება ან მორალური ზარალი, ემოციური ტანჯვა, მატერიალური ზარალი, ან მოხდა მის ძირითად უფლებათა საფუძვლიანი შელახვა მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომლებიც არღვევენწევრი სახელმწიფოების მოქმედ ეროვნულ სისხლის სამართლის კანონებს, მათ შორის კანონებს, რომლებიც კრძალავენ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას. \nდეკლარაციაში აღნიშნულია, რომდანაშაული ზიანს აყენებს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ იწვევს როგორც უშუალოდ დაზარალებულის, ისე მისი ახლობლების სხეულის დაზიანებასა და ფსიქოლოგიურ ტრამვას. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ პოლიციისა და მართლმსაჯულების ორგანოებმა თავიანთი არამართლზომიერი მოქმედებით შეიძლება უფრო გაამძ ფრონ დაზარალებულებისა და მოწმეების მდგომარეობა. დანაშაულისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ დაზარალებულისათვის და მისი ოჯახისათვის მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, დეკლარაციაში შემუშავებულია რიგი ზომებისა, რათა: დაზარალებულები უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი; ხელი შეუწყონ და დაეხმარონ მათ, მიიღონ ზარალის ანაზღაურება დამნაშავისაგან, ზოგიერთ შემთხვევაში კი სახელმწიფოსაგანაც; ესწრებოდნენ და ყოველთვის იქმნენ მოსმენილნი, როდესაც საქმე ეხება მათი ინტერესების დაცვას; მათ მოეპყრონ სამართლიანად როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აღსრულებისას; დაცულ იქნენ ყოველგვარი რეპრესიებისა და დშინებისაგან. \nდეკლარაციაში ჩამოთვლილია ის ორგანოები, რომლებიც მოწოდებულნი არიან, განახორციელონ მუშაობა დაზარალებულებთან. მაგალითად, პიოლიციის ორგანოები, სოცუზრუნველყოფის ორგანოები და სხვა. \nანალოგიური ზომებია გათვალისწინებული ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისას დაზარალებულთა დაცვის დროს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურებას.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……