გაზომვის მეთოდი

გაზომვის მეთოდი

ყოველი სოციოლოგიური გამოკვლევისათვის აუცილებელი მეთოდი, რამდენადაც მხოლოდ მისი გამოყენებითაა შესაძლებელი სხვადასხვა სახის მონაცემების შედარების უზრუნველყოფა, ამის საფუძველზე კი – სხვადასხვა სახის ტენდენციათა გამოვლენა. გაზომვა არის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც გასაზომი ობიექტი შედარდება რაღაც ეტალონთან და ღებულობს რიცხვით გამოხატულებას. გაზომვას უწოდებენ ასევე ემპირიული სისტემის ერთმნიშვნელოვან ასახვას მისი ელემენტების (შემადგენლების, მდგომარეობების, თვისებების და ა. შ.) მეშვეობით. შედეგად ყალიბდება გასაზომი ობიექტის რიცხვითი (უფრო ზუსტად – თვისებრივი ანალიზისას გამოყოფილი მისი ზოგიერთი მხარის) მოდელი. რამდენადაც ზუსტი ანალოგის (იზომოფრული მოდელის) მიღება პრაქტიკულად არ ხერხდება, შემუშავდება მიახლოებითი ანალოგი (ჰომომოფრული მოდელი), რომელიც რიცხვითი გამოსახულებით პირობითად შეესაბამება ორიგინალს. სოციალური გაზომვებს ხშირად კვალიმეტრულს, ანუ თვისებრივი მიმართულებების პირობით რაოდენობრივ ანალოგებს უწოდებენ. გაზომვის ცნების გამოყენების შესახებ ავტორები სხვადასხვა თვალსაზრისისა არიან, თუმცა საბოლოოდ სტივენსის მიერ შემოთავაზებულ განსაზღვრებას იზიარებენ, რომლის თანახმად, გაზომვა არის ობიექტებისა ან მოვლენებისათვის რიცხვების გარკვეული წესით მიწერა. გაზომვის ასეთი გაგება საკმაოდ ფართოა და მიესადაგება როგორც დაბალი ტიპის (ნომინალურ, რიგის), ასევე მაღალი ტიპის (ინტერვალურ, პროპორციულ) სკალებსაც.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……