გაზომვის სკალები

გაზომვის სკალები

სოციალური გაზომვის ძირითადი ინსტრუმენტი, ეტალონის სახით წარმოადგენს მნიშვნელობათა ამა თუ იმ ერთობლიობის ფიქსაციის საშუალებას. სკალა დაადგენს ინდიკატორების გარკვეულ თანმიმდევრობას. იგი სტატისტიკური მასალის ანალიზის საშუალებაა. გასაზომი ნიშნების ხასიათისა და მათი ანალიზის ამოცანებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი სკალები გამოიყენება: ნომინალური (ობიექტების, მათი ნიშნების კლასიფიკაციისათვის), რიგის (ნიშნის გამოვლენის ინტენსივობის შესადარებლად მატების ან კლების მიხედვით), რანგული (რანგების, რიგობრივი დამოკიდებულებების დასადგენად), ინტერვალური (ნიშნის ამა თუ იმ თვისების ინტენსივობის ანალიზისათვის), დამოკიდებულებების (პროპორციების დამოკიდებულებათა ასახვისათვის).

See also: სკალირება, სკალა, სკალის ტიპები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……